sports.kz-მა კახა ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მწვრთნელად დაასახელა

AutoSharing Option
ყაზახეთში ცნობილმა სპორტულმა საიტმა sports.kz-მა ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ტურის მწვრთნელად ალმათის "ქაირათის" თავკაცი კახა ცხადაძე დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ქაირათმა" საკუთარ მოედანზე "ოკჟეტპესი" ანგარიშით 5:0 გაანადგურა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

- "ქაირათი" და "ასტანა" ევროპული დონეა! - კახა ცხადაძე ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონია

"მას შემდეგ, რაც "ქაირათმა" "ოკჟეტპესი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა, ტურის მწვრთნელობის კანდიდატად კახაბერის გარდა სხვა ვინმეს განხილვა ძალიან რთული იყო. საკითხი მარტივად იდგა - ბოლო მატჩის მოგება დამაჯერებლად იყო საჭირო და ცხადაძის
გუნდმაც ეს შეძლო", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული