ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მასიმო კარერა: ჩემი პრობლემა არაა, ვის რა სწყინს - ანანიძე ბურთს უკეთ აკონტროლებდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში მოსკოვის "სპარტაკი", რომლის რიგებშიც ჯანო ანანიძე ასპარეზობს, გიორგი ჭანტურიას "ურალს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

ანანიძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ჭანტურიას კი, რომელიც სადათარიგო იყო, არ უთამაშია.

მატჩის 73-ე წუთზე "სპარტაკის" მწვრთნელმა მასიმო კარერამ მოედნიდან ნახევარმცველი იველინ პოპოვი გაიყვანა, ამ ყველაფერმა კი ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია. მატჩის შემდგომ კარერამ ამაზე კომენტარი გააკეთა.

"ჩემი პრობლემა არაა ვის რა სწყინს. ცვლილებებს გუნდის სასიკეთოდ ვაკეთებ და არა ვინმეს საწყენად. ჯანო ანანიძე ბურთს უკეთ აკონტროლებდა და ამიტომ დავტოვე
ის მოედანზე. ამის ახსნა საერთოდ არ უნდა მიწევდეს", - განაცხადა კარერამ.

"სპარტაკს" 25 ქულა დაუგროვდა და კვლავ პირველ ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ