საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ვაკო გვილიამ სარბოლო МАЗ-ით იქროლა

AutoSharing Option
ბორისოვის ბატე-ს ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ, ორ თანაგუნდელთან ერთად, სარბოლო სატვირთო ავტომობილი МАЗ-ით "გაისეირნა" და მძაფრი ემოციები მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გვილია, რომელსაც აქამდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იწყვევდნენ, სულ ახლახან ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასა და უელსთან შეხვედრებისთვის, ქვეყნის მთავარი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა.

ბატე-ს ფეხბურთელები იმ სარბოლო "მაზში" აღმოჩნდნენ, რომელიც საერთაშორისო ავტორბოლებში მონაწილეობს, საჭესთან კი გუნდის "მაზ-სპორტავტოს" პილოტები სერგეი ვიაზოვიჩი და ალეკსეი ვიშნევსკი იმყოფებოდნენ. გვილიამ და მისმა თანაგუნდელებმა რამდენიმეტონიანი ბოლიდით 7 კმ მანძილი დაფარეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული