ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"საქართველოს ღირსების დასაცავად არნემში ერთი ქართველიღა დავრჩი"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ ჰოლანდიური გუნდიდან ვაკო ყაზაიშვილის წასვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ყაზაიშვილმა, რომელიც იჯარის წესით კარიერას ვარშავის "ლეგიაში" გააგრძელებს, არნემი გუშინ, 8 სექტემბერს დატოვა.

"ერთად გატარებული 5 წლის შემდეგ, დღეს ვაკო გვტოვებს - ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ვისთანაც კი მითამაშია. წარმატებებს გისურვებ "ლეგიაში" და მალე დაბრუნებულიყავი.

საქართველოს ღირსების დასაცავად კი ამ ქალაქში ერთადერთი ქართველიღა ვრჩები", - წერს კაშია.
ასევე დაგაინტერესებთ