ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო აბურჯანია "სევილია ბ"-ს მინიმუმ 1 თვით გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია "სევილია ბ"-ს მინიმუმ 1 თვე ვერ დაეხმარება.

ჩვენი ინფორმაციით, აბურჯანია, რომელმაც ტრავმა ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში მიიღო, მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებს. ფეხბურთელს ზედა კუნთი აქვს გაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველი ავსტრიასთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გუნდი ნაადრევად დატოვა.
ასევე დაგაინტერესებთ