ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო ყაზაიშვილი კონტრაქტის გასაფორმებლად სასწრაფოდ ვარშავაში გაემგზავრა

AutoSharing Option
როგორც Sportalll.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი თბილისიდან სასწრაფოდ ვარშავაში გაემგზავრა, რათა ადგილობრივ კლუბ "ლეგიასთან" 1-წლიან იჯარაზე კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

23 წლის ფეხბურთელი პოლონურ კლუბში დღესვე გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც გააფორმებს კიდეც ხელშეკრულებას. ამასთან, ცნობილია, რომ კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება სეზონის ბოლოს მისი "ვიტესისგან" გამოსყიდვის შესაძლებლობაც.

დიდი ალბათობით, ყაზაიშვილი სამშობლოში ხვალ, 31 აგვისტოს დაბრუნდება და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში სასტარტო მატჩისთვის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ემზადება.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია"
წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ვარშაველები ჯგუფში მადრიდის "რეალთან", დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "სპორტინგთან" ერთად მოხვდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ