ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სავარაუდო ტრანსფერი: გიორგი ჭანტურიას გადაბირება სერია A-ს გუნდს სურს

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის შემტევის, გიორგი ჭანტურიას გადაბირება იტალიის სერის A-ში აღზევებულ "კროტონეს" სურს.

მოგეხსენებათ, ჭანტურია ამჟამად რუსული "ურალის" ღირსებას იცავს. ის იქ ამ ზაფხულს გადავიდა, თუმცა ეს ტრანსფერის განხორციელებას სრულებით არ გამორიცხავს.

რაც შეეხება "კროტონეს", ეს გუნდი შარშან იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობდა და მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც უძლიერესთა შორის მოხვდა. "კროტონეს" იტალიელი სპეციალისტი დავიდე ნიკოლა წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია კარგა ხნით იყო კონტრაქტით იტალიური "ვერონას" საკუთრება, თუმცა ისე მოხდა, რომ ამ გუნდის შემადგენლობაში
ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.

"ურალში" ის ჯერ ვერ იქცა ძირითადის ფეხბურთელად. ისიცაა, რომ რუსული კლუბი სულაც არ თამაშობს ისეთ ფეხბურთს, რომელიც ქართველი შემტევისთვისაა მისაღები. იტალიის ჩემპიონატში კი, ცხადია, ჭანტურიას თავის გამოჩენის მეტი საშუალება ექნება.

თქმა არ უნდა, "ურალიდან" იტალიის უძლიერესი ლიგის თუნდაც უვარსკვლავო გუნდში გადასვლა ჭანტურიასთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მოკლედ, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"