ლეგიონი: გურამ კაშიამ ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოებში დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ჰოლანდიის ერედივიზიეში IV ტური არნემში გამართული ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც ქართველი ლეგიონერების გუნდმა "ვიტესმა" "უტრეხტს" უმასპინძლა და ქულები დაკარგა - ფრე 1:1.

მასპინძელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, სათადარიგოთა შორის მყოფ ვაკო ყაზაიშვილს კი თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია.

"ვიტესი" რიკი ვან ვონსფილკენის (28-ე წუთი) იგებდა, "უტრეხტმა" კი გათანაბრება 68-ე წუთზე, სებასტიენ ალერის თავურით მოახერხა.

კაშიასა და ყაზაიშვილის გუნდს ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ ოთხ მატჩში (ორი მოგება, თითო ფრე და წაგება) 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მეოთხე
ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული