ჯანო ანანიძე: შესვენებაზე საუკეთესო განწყობით გასვლა გვსურს

AutoSharing Option
28 აგვისტოს ჯანო ანანიძის გუნდი მოსკოვის "სპარტაკი" რუსული პრემიერლიგის V ტურში მახაჭყალის "ანჟის" შეხვდება. თამაშის წინ კლუბის ოფიციალურ საიტს ქართველმა ნახევარმცველმა მცირე კომენტარი მისცა:

"რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, შესვენებაზე საუკეთესო განწყობით გავიდეთ. ამისთვის კი მახაჭყალაში კარგი თამაშია საჭირო. წარმომიდგენია, რა განწყობით გამოვლენ მოედანზე მასპინძლები.

პირველ რიგში, "სპარტაკის" წინააღმდეგ გუნდები განსაკუთრებულად თამაშობენ. მეორეც, ჩვენ დაღესტანში ლიდერის სტატუსით ჩავდივართ.

ალბათ, მახაჭყალაში კარგად ახსოვთ ჩვენი ბოლო დაპირისპირების ანგარიში. ამიტომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ანანიძემ.

4 ტურის შემდეგ მოსკოვის
"სპარტაკი" 10 ქულით რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული