ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

gelderlander.nl: ფრეიზერი ვაკო ყაზაიშვილს სასტარტოში კვლავ არ დააყენებს

AutoSharing Option
პარასკევს ქართველთა "ვიტესი" ჰოლანდიის ერედივიზიეს მორიგ ტურში "უტრეხტს" ეთამაშება. gelderlander.nl-ის ინფორმაციით, "ვიტესის" თავკაცი ჰენკ ფრეიზერი კვლავ არ აპირებს სასტარტოში ქართველი ვაკო ყაზაიშვილის დაყენებას.

სამაგიეროდ, გამოცემის სავარაუდო შემადგენლობაში ფიგურირებს გუნდის კაპიტანი გურამ კაშია.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ფრეიზერმა ვაკო მხოლოდ ბოლო 10 წუთი ათამაშა "როდას" წინააღმდეგ 1:0 მოგებულ შეხვედრაში, რითაც ქართველის გულისწყრომა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული 5 სექტემბერს, ავსტრიასთან მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩის სათამაშოდ.
ასევე დაგაინტერესებთ