ჯანო ანანიძე: სინამდვილეში, სულაც არ ვარ ტრავმებისადმი მიდრეკილი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ანანიძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო და საკლუბო მისურებს უსახსოვრებს.

მოგეხსენებათ, ამ რუბრიკის სტუმარი, ტრადიციისამებრ, გამარჯვებულს მხოლოდ საკლუბო მაისურს ჩუქნის ხოლმე. გასაგები მიზეზების გამო, ჯანომ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო კითხვის ავტორი, "სპარტაკის" მაისურთან ერთად, საქართველოს ნაკრების მაისურითაც დაასაჩუქროს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- გქონდა პერიოდი, როცა "სპარტაკში" არ გენდობოდნენ და გარკვეული დროით გაგანათხოვრეს "როსტოვში", სადაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარე და "როსტოვის" წარმატებაში
უდიდესი როლი ითამაშე შენივე თანაგუნდელ ძიუბასთან ერთად. რისი დამსახურება იყო ეს ყველაფერი: ახალი გუნდი და ახალი მოტივაცია თუ უბრალოდ, გინდოდა დაგემტკიცებინა, რომ უსამართლოდ არ გენდობოდნენ?
- იყო პერიოდები, როცა "სპარტაკში" არ მათამაშებდნენ და როცა მენისკის ოპერაცია გავიკეთე, გუნდს გაშვება ვთხოვე იჯარით - წავალ, ვითამაშებ-მეთქი...

"როსტოვში" ყოფნისას, კარგად გამოჩნდა, რომ შემიძლია ფეხბურთის თამაში - მთელი სეზონი ტრავმის გარეშე ჩავატარე.

იყო ისეთი მომენტებიც, როცა "სპარტაკში" უთამაშებლობის პერიოდში, ხალხს ეგონა, რომ ტრავმა მქონდა. რაღაცას რომ ვიტკენ ოდნავ, ყველას ტრავმა ჰგონია. რეალურად კი, 10 წლის განმავლობაში ორად-ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული.

გამოდის, რომ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა ტრავმებისადმი ჩემს მიდრეკილებაზე. შეიძლება მცირე ტკივილები მართლაც მქონდა, მაგრამ ხომ გესმით, 10 წლის მანძილზე 2 ოპერაცია ფეხბურთელისთვის არაა ბევრი და ეს ხშირ ტრავმიანობას სულაც არ ნიშნავს.

სინამდვილეში არ ვარ ტრავმებისადმი მიდრეკილი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხალხს ვგონივარ და ეს კარგად დაგვანახა "როსტოვში" ჩატარებულმა სეზონმა, სადაც კარგადაც გავიხსენი და თასიც მოვიგე.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ჯანო ანანიძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანომ ის ტემპი არ უნდა დაკარგოს რაც ტრამვამდე აღებული ქონდა, წარმატებები ჯანოს.
bebeto
19:53 20-08-2016
0
აბა რა ჭირს?ეგ აგვიხსნას მაინც
ჯიჯი ალფაიძე
19:14 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული