ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკის" საერთო ჯგუფში ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც თეძოს კუნთის მცირე ტრავმის გამო "კრილიასა" და "რუბინთან" მატჩები გამოტოვა, საერთო ჯგუფს შეუერთდა.

- ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკს", დიდი ალბათობით, იტალიელი მწვრთნელი გაწვრთნის

23 წლის ნახევარმცველმა "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ მასიმო კარერას ხელმძღვანელობით, სრულფასოვანი წვრთნა ჩაატარა, რომელმაც კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, დაახლოებით საათნახევარს გასტანა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩს "სპარტაკი" 21 აგვისტოს, მოსკოვში, "კრასნოდართან" ჩაატარებს.
ასევე დაგაინტერესებთ