"პერუჯამ" "ემპოლისთან" ლევან მჭედლიძის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
იტალიის სერია "ბ"-ს გუნდმა "პერუჯამ" "ემპოლის" ლევან მჭედლიძის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ორ კლუბს შორის ქართველთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გაირკვევა, გადავა თუ არა მჭედლიძე "პერუჯაში". ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას სთავაზობს "პერუჯა" "ემპოლის" ფორვარდის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძე 2010 წელს "პალერმოდან" 1,3 მილიონ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალ-ს გეთანხმები მართლა საუკუნეა იქ არის და ძირითადში 2 ჯერ არ აქ ზედიზედ ნათამაშები :D
0
მე ამ ბიჭს პატივს კი ვცემ, მაგრამ რეალურად ამის ნათამაშები თამაში არ მახსენდება, ერთი ორი უმნიშვნელო გამონაკლისისა (შოტლანდიასთან აქ თბილისში და იუვეს რომ გაუტანა პალერმოს რიგებში). ემპოლის ეს არაფერში გამოადგა, ამდენი წელია იქაა და ზედიზედ სასტარტოში მგონი არც უთამაშია. სუპერ ტრავმიანია, სულ რაღაც ტკივა. ჩემი აზრით ემპოლი გაყიდის უპრობლემოდ, თან ჯოლარდინო დაიმატეს და ლევანა მაინც ვერ ამოაგდებს ჯილარდინოს სასტავიდან
0

სიახლეები პოპულარული