აბურჯანიას პრობლემა - რა უშლის ხელს 21 წლის ქართველის ტრანსფერს "სევილიაში"

AutoSharing Option
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტარაგონას "ხიმნასტიკში" გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანურ "სევილიაში" გააგრძელებდა.

შემდეგ ინფორმაციები დაზუსტდა: მხარეებმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და აბურჯანია ანდალუსიურ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა. გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მტკიცებით, "სევილიამ" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 1,8 მილიონი ევრო გადაიხადა, საიდანაც 15 პროცენტი აბურჯანიას ყოფილ კლუბს, ფამაგუსტას "ანორთოსისს" ერგო.

ესპანური მედიის მტკიცებით, გიორგი ესპანეთის სამხრეთში მდებარე პროვინციის მთავარ ქალაქში აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, რათა 4-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. ამის შემდეგ
კი, პოპულარული გამოცემა "მარკას" ცნობით, აბურჯანია "სევილიას" მეორე გუნდის, "ატლეტიკო სევილიას" გასაძლიერებლად აიყვანეს, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ახლახან გადავიდა.

diarimes.com-ის ინფორმაციით, აბურჯანიას "სევილია" ოფიციალურად ორშაბათს, 8 აგვისტოს წარადგენდა...

მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებული იყო და ყველა ფორმალური მხარის მოგვარებას ველოდით, მაგრამ გავიდა ეს 8 აგვისტოც და ქართველი ჯერ ისევ ოფიციალურად "ხიმნასტიკის" ფეხბურთელად ითვლება. შევიტყვეთ, რომ 21 წლის ნახევარმცველს ბარიერი შეუქმნა იმან, რამაც ბევრ ქართველს ევროპასა თუ რუსეთში - საქართველოს პასპორტმა.

აბურჯანია ჯერ ვრცელ კომენტარს ერიდება, მაგრამ ის კი გვითხრა, რომ პრობლემა სამუშაო ვიზის გამო შეექმნა და ახლა მის მოგვარებას კლუბი ცდილობს, ხელშეკრულებას კი ამის შემდეგ გააფორმებს. იმედია, ეს საკითხი მალე მოგვარდება.

გიორგი მართლაც "ატლეტიკო სევილიაში" რომ გაუშვან და სეგუნდა დივიზიონში ითამაშოს, ესეც ბევრს არაფერს ცვლის - ევროპალიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებული "სევილიას" ინტერესის სფეროში ქართველი ახალგაზრდის მოხვედრა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედია, ტრანსფერი აუცილებლად შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
რა იურიდიული პრობლემები რის იურიდიული პრობლემები გადაიხადე 3000 ევრო და მოაწერე ხელი ვინმე ევროპელთან და მიიღებ ცხოვრების და მუშAობის უფლებას მეღადავებით თქვეენ თუ რას აკეთებთ?? ეტყობა მარტო იურიდიულ პრობლემებში არაა საქმე
0
სამუშაო ვიზა ქონდა ხიმნასტიკში და სევილიაში რო ჩავიდა , მერე უკვე აღარ ქონდა???? :D , ანუ ჯერ ყველანაირი სამუშაო დოკუმენტი მოგვარებული ქონდა, და მერე სევილიაში ირკვევა რო თურმე სამუშაო უფლება არ აქ, ესეიგი არალეგალურად იყო ხიმბასტიკში?გაარკვიეთ მაინც წესიერად, ან ჯერ გადავხტეთ და ჰოპლა მერე რო დავიძახოთ არ შეილება?
Vaso
10:50 10-08-2016
0

სიახლეები პოპულარული