სავარაუდო ტრანსფერი: თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია ერთად რუსულ კლუბში?

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად ჯერ კიდევ ბელგიური "გენკის" ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერს იქ გაჩერება არ სურს. როგორც შევიტყვეთ, მისმა მენეჯერმა კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი შედარებით დაბალი კომპენსაციის საფასურად გაწყდება, ბელგიელები კი ამას ხელს არ შეუშლიან.

24 წლის ოქრიაშვილმა დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" ითამაშა, რომელიც სუპერლიგიდან გავარდა. ქართველმა ამ გუნდთან ერთად პირველ ლიგაში თამაში გამორიცხა და ახალი კლუბის ძიებას შეუდგა.

როგორც შევიტყვეთ, ოქრიაშვილს რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს. ერთი კონკრეტულია - მასთან ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთის პრემიერლიგის
კლუბი, ეკატერინბურგის "ურალია" დაინტერესებული, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გიორგი ჭანტურიამ გააფორმა.

მაგრამ ოქრიაშვილს ევროპის რომელიმე ტოპ-ლიგაში გადასვლა სურს და აიმედებენ კიდეც, რომ არის ვარიანტები ესპანეთში ან საფრანგეთში. ამიტომ რუსებს ჯერ საბოლოო პასუხს არ ეუბნება.

ის ბელგიაში 1-ელ ივლისს ჩავა, მერე კი, დიდი ალბათობით, ახალ გუნდს შეუერთდება - მოლაპარაკებები ესპანეთისა და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონების გუნდებთან მიმდინარეობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
უნდა გააგრძელოს ბრძოლა და შრომა, ის კარგ ფეხბურთს ნამდვილად ითამაშებს.თუ უკეთეს გუნდში მოხვდება კარგი იქნება, მაგრამ რუსული პრემიერლიგიდანაც შეიძლება კარგ გუნდში მოხვედრა.წარმატებები ოქრიაშვილს.
bebeto
15:55 02-07-2016
0
აუუ,ეგ 2 არასერიოზული კაცი ერთმანეთის გვერდიგვერდ იმდენს მოახერხებენ რომ 2 წელიწადში კარიერას დაასრულებენ
bacho
15:34 02-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული