ბოლნისის "სიონმა" ლაშა კასრაძე დაიმატა და ამხანაგური მატჩი "გაბალასთან" დაგეგმა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი", რომელმაც რამდენიმე ახალი ფეხბურთელი შეიმატა, მთავარი მწვრთნელის, არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით,  ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა.

ქვემოქართლელებმა ამხანაგური მატჩიც დაგეგმეს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ 22 ივნისს "სიონი" აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, "გაბალას" დაუპირისპირდება. "მიხეილ მესხზე" მატჩი 17 საათზე დაიწყება.

ამასობაში, 26 წლის მცველი ლაშა კასრაძე ბაქოს "ინტერიდან" საქართველოში დაბრუნდა და "სიონში" ჩაირიცხა. კასრაძე "ვიტ ჯორჯიის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. აზერბაიჯანში ის ჯერ აზალ-ის ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ბაქოს "ინტერს" მიაშურა და საკმაოდ ხშირადაც ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში.

"სიონის" დაცვა კასრაძის დამატებით მნიშვნელოვნად
გაძლიერდება. არის ერთი საგულისხმო გარემოებაც - აქამდე ჩვენი ფეხბურთელები აზერბაიჯანში ერთიმეორის მიყოლებით გარბოდნენ, ახლა კი უკანაც ბრუნდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული