ზაურ სვანაძე ბაქოს "ინტერში" რჩება, გიორგი ლომაია მიდის...

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტმა რაშად გასიმოვმა განაცხადა, რომ ბაქოურ კლუბს მომავალ სეზონშიც ქართველი სპეციალისტი ზაურ სვანაძე გაწვრთნის. თუმცა, გუნდიდან მიდის საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე, 36 წლის გიორგი ლომაია.

"ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანას ზაურ სვანაძესთან შეხვედრა წარმოადგენს. მას ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა კლუბთან და თითქმის ბოლომდეა გადაწყვეტილი, რომ "ინტერს" მომავალ სეზონშიც ის გაწვრთნის", - უთხრა გასიმოვმა "აზერიფუტბოლს".

ამავე საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კლუბი აღარ აპირებს, ხელშეკრულება შესთავაზოს ლომაიას, რომელიც "ინტერში" 2009 წლიდან თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ინტერის" ღირსებას ასევე იცავდნენ ნიკა კვეკვესკირი, ლაშა კასრაძე,
ზურაბ ხიზანიშვილი
და ლაშა სალუქვაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული