ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: გიორგი ჭანტურიამ "დუისბურგი" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნისგან იხსნა

AutoSharing Option
დღეს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩში გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" უკვე პირველი ბუნდესლიგის საგზურის განაღდებულ "ლაიპციგს" უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 1:0.

ჭანტურია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა, რომელმაც თავი მატჩის 75-ე წუთზე გამოიჩინა, 3 წუთში კი მწვრთნელმა ის მოედნიდან გაიყვანა.

ამ გამარჯვებით "დუისბურგს" 32 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგიდან ორი ბოლოადგილოსანი (მე-17 და მე-18) გუნდი ავტომატურად ვარდება, ბოლოდან მესამე პოზიციაზე მყოფი კი ადგილის შესანარჩუნებლად
გადათამაშებაში ხვდება.

სავარაუდოდ, ჭანტურიასთვის ეს მატჩი "დუისბურგის" შემადგენლობაში ბოლო იყო. ის კარიერას "ნიურნბერგში" გააგრძელებს, რომელმაც მოიგო თავისი შეხვედრა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს გადათამაშებაში.
ასევე დაგაინტერესებთ