ნიკა ძალამიძე პოლონურ ექსტრაკლასას უბრუნდება?

AutoSharing Option
პოლონური "ევროსპორტის" ცნობით, დიდი შანსია, ნიკა ძალამიძე თურქეთიდან სათამაშოდ ისევ პოლონურ ექსტრაკლასაში დაბრუნდეს.

ივლისში "იაგელონიამ" ძალამიძე და პატრიკ ტუშჩინსკი თურქულ "რიზეში" ჯამში 5,5 მილიონი ზლოტის (1,25 მილიონი ევრო) სანაცვლოდ გაუშვა.

პოლონელები ამ გარიგებას კარგ გარიგებად მიიჩნევენ, რასაც ვერ ვიტყვით თურქებზე. "რიზე" მზადაა, დაშორდეს ძალამიძეს, რომელმაც ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო გუნდში ვერ გაამართლა.

24 წლის შემტევ ნახევარმცველს სათამაშოდ ძალიან მცირე დრო ეძლევა. მას "რიზესთან" 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას მისი შეწყვეტა ზაფხულში სურს.

"ევროსპორტის" ინფორმაციით, ქართველს უკვე დაუკავშირდნენ
ექსტრაკლასას წარმომადგენელი კლუბების აგენტები. პოლონეთში ნიკას დაბრუნება ზამთარშიც სურდათ და, როგორც ჩანს, ეს სურვილი არ განელებულა. ჩვენებურმა პოლონეთის ჩემპიონატში 101 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგ სად ტამაშობს მერე? მჭედლიძე სერია A-შია და პოლონური ექსტრაკლასისგან დიდად განსხვავდება მგონი.
0
თქვენ რა მჭედლიძეს მეტი გოლი აქვს გატანილი გგონიათ? #1 ნაკრების თავდამსხმელს 128 თამაშში 14 გოლი აქვს გატანილი და ეს ნახევარმცველი მაინც არის.
Sagol da gelas
09:12 14-04-2016
0

სიახლეები პოპულარული