ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სპარტაკის" მწვრთნელი: "ამკარსა" და "ანჟისთან" ჯანო ანანიძემ მოგვაგებინა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა, წარსულში ამ გუნდისა და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა იგორ ტიტოვმა sovsport.ru-სთან საუბრისას ჯანო ანანიძეც ახსენა.

ტიტოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში "ამკარსა" (2:1) და "ანჟისთან" (4:0) მოპოვებულ გამარჯვებებს "სპარტაკი", უმთავრესად, ქართველ ნახევარმცველს უნდა უმადლოდეს.

ორივე თამაშში ჯანო მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
იხილეთ ვიდეო
ჯანოს საგოლე პასი "ანჟისთან" მატჩში
Sportall.Ge

"... რა თქმა უნდა, "ამკართან" მატჩში ჯანო ანანიძის გამოსვლამ გუნდს სიმსუბუქე და კრეატივი შესძინა. ის ძალიან გონიერი ფეხბურთელია. უჭკვიანესი! მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმები არ აძლევს მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშის
საშუალებას.

თუკი ავიღებთ "ამკარსა" და "ანჟისთან" შეხვედრებს, მოედნებზე სწორედ მისმა შემოსვლებმა განაპირობა შედეგი", - თქვა ტიტოვმა.
ასევე დაგაინტერესებთ