ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: მახარაძემ გაიტანა, აბურჯანია ლა ლიგას უახლოვდება

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის გამო ამ უქმეებზე ლეგიონი ძალზე მწირადაა წარმოდგენილი, თუმცა ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა...

ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. ვიდრე გიორგი აბურჯანია სანაკრებო შეკრებაზეა, მისმა "ხიმნასტიკმა" "ნუმანსიას" 1:0 მოუგო. ქართველის გუნდი 51 ქულით მესამე ადგილზეა.

საფრანგეთი. ნასიონალი. ამ უქმეებზე არ უთამაშია ამირან სანაიას, რომელიც ტრავმირებულია. მისი "ლერბიე" კი სტუმრად "ამიენს" დაუზავდა - 2:2.

უზბეკეთი. თასი. 28 წლის კახა მახარაძემ ტაშკენტის "ლოკომოტივში" დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. უზბეკეთის თასის 1/8-ფინალში "ლოკომოტივი" "უზ-დონგ-ჟუს" ესტუმრა, 4:1 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა.

37-ე წუთზე ანგარიში სწორედ
მახარაძემ გახსნა, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ტაიმი ითამაშა თემურ კაპაძემ, რომელიც ეგრეთ წოდებული თურქი მესხია და უზბეკეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ მახარაძე 2011 წელს "ლოკომოტივიდან" გადავიდა "ფახთაქორში", ახლა კი უკან დაბრუნდა. მანამდე მან "ლოკომოტივში" ერთი სეზონი გაატარა და გოლი არ გაუტანია.

რუსეთი. I დივიზიონი. "სკა ენერგია" 0:0 უგოლოდ დაშორდა "ბაიკალს". ხაბაროვსკელთა გუნდში არ უთამაშია გიორგი ნავალოვსკის, რომელიც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო შემტევმა გიორგი ილურიძემ "ბაიკალის" წინააღმდეგ 66-ე წუთიდან ითამაშა.

პოლონეთი. I დივიზიონი. დავით მაკარაძის "სუვალკი" სტუმრად "ოლშტინს" დაუზავდა - 2:2. ქართველი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"