ბაქოს "ინტერის" პრეზიდენტი: ზაურ სვანაძე ყველანაირად გვაკმაყოფილებს

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" ახალმა პრეზიდენტმა რაშად გასიმოვმა ინტერვიუ მისცა Azerifootball.com-ს, რომელშიც ღიად გამოხატა ზაურ სვანაძის მხარდაჭერა.

საქმე ისაა, რომ ბოლო დროს აზერბაიჯანულ მედიაში წერენ, თითქოს, გუნდის ახალი ხელმძღვანელობა ქართველი სპეციალისტის მოხსნას აპირებს:

"მთავარი მწვრთნელი ზაურ სვანაძე ჩვენ გვაკმაყოფილებს, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური კუთხით.

სხვანაძესთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ყოველთვის ვეუბნები მას, რომ ყურადღება არ მიაქციოს ჭორებს", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

გასიმოვმა აღნიშნა, რომ კლუბმა ექსფეხბურთელებს დავალიანების დიდი ნაწილი დაუფარა, მათ შორის, ბაჩანა ცხადაძესაც, რომელმაც "ინტერს" ვალის ნახევარი აპატია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული