ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Sovsport.ru-ს მიმომხილველი: ჯანომ ისეთი პასი "მოჭრა", მსგავსი ვერაფრით გავიხსენე... [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგის XXI ტურში თავი საგოლე პასით გამოიჩინა. მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ჰავბეკი მახაჭყალის "ანჟისთან" შეხვედრაში მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და მალევე ბრწყინვალე გადაჩემით კვინსი პრომესი მეკარესთან პირისპირ დატოვა. პრომესს გატანა არ გასჭირვებია, "სპარტაკმა" კი ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა.

"ანჟისთან" ჯანოს გარჯა Sovsport.ru-ს მიმომხილველმა იური ციბანევმა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველს სეზონის საშემოდგომო ნაწილი ტრავმისა და ოპერაციის გამო გაუცდა.

"მოვიწყინე ჯანოს გარეშე, რომელმაც წინა თამაშში
"ამკართან", "წითელ-თეთრების" მოუქნელ შეტევას სიმსუბუ შთაბერა. მე ველოდი მის გამოჩენას დღეს.

და მაშინ, როდესაც "სპარტაკმა" "ანჟისთან" კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, გადამეწურა იმედი, რომ ჯანოს თამაშში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. ალენიჩევს ("სპარტაკის" მწვრთნელს) მისი გამოყვანის საჭიროება ხომ აღარ ჰქონდა?!

მაგრამ დიმიტრი ანატოლევიჩმა ჯანოს ნახევარი საათით თამაშის საშუალება მაინც მისცა. ან იმის გამო, რომ პოპოვით იყო უკმაყოფილო, ანდა, გადაწყვიტა თავისი გუნდის ორი დირიჟორი ერთმანეთისთვის შეედარებინა.

და ჯანომაც, მოედანზე შემოსვლიდან მოკლე დროში, პრომესს ისეთი პასი "მოუჭრა", ვიხსენე, ვიხსენე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, მისი პარტნიორებიდან რომელიმეს მსგავსი გაეკეთებინოს მიმდინარე სეზონში.

იმედი მაქვს, ალენიჩევმა თავის რეზიუმეში გუნდის მეორე დირიჟორს ჩაუწერა ბონუსი, რომელიც სამომავლოდ სათამაშო დროის გაზრდაში გამოიხატება".
ასევე დაგაინტერესებთ