ლეგიონი: ჯანო ანანიძე - ბრწინვალე საგოლე პასი 7 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში საგოლე პასით თავი ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ გამოიჩინა.

ანანიძის გუნდი მოსკოვის "სპარტაკი" მახაჭყალის "ანჟის" ესტუმრა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 4:0.

ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო, მოედანზე კი მე-60 წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 2:0 იყო და 7 წუთში საგოლე პასიც მიითვალა. მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა ჯანომ, ოსტურატური გადაცემით ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ კვინსი პრომესს ფეხზე "დაასვა".

ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ ანანიძის გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა
მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ანანიძე 29 მარტს ყაზახეთის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგური მატჩისთვის ნაკრებში გამოიძახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული