ქართველმა "ფრანკფურტის" მცველი გააწამა - გერმანული მედია გიორგი ჭანტურიაზე

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
2 მარტს II ბუნდესლიგის მატჩში "დუისბურგი" "ფრანკფურტს" ეწვია და 3:3 დაუზავდა. ეს შეხვედრა, სადებიუტო მატჩს თუ არ ჩავთვლით, გიორგი ჭანტურიას გერმანულ კარიერაში საუკეთესო გამოდგა.

22 წლის შემტევმა ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ბევრი იაქტიურა და 76-ე წუთზე ონუეგბუს საგოლე პასი გააკეთა. ეს მისი პირველი საგოლე პასია II ბუნდესლიგაში.

"ჭანტურიამ თავის ფლანგზე პრობლემები შეუქმნა ჰაჯი საფის, რომელმაც ვერაფრით შეძლო ქართველის გაკონტროლება", - წერს "ბილდი".

"მაისნერმა და ჭანტურიამ გადაარჩინეს "დუისბურგი", - წერს reviersport.de. - ქულების თვალსაზრისით, ამ თამაშმა ბევრი ვერაფერი შემატა გუნდს, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს შეხვედრა დიდი მნიშვნელობის გამოდგა.

ჩვენ გამოვარჩიეთ მცველი თომას მაისნერი, რომელმაც ბოლოს გაათანაბრა და შემტევი გიორგი ჭანტურია".

ჩვენებურმა ამ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქამდე მხოლოდ ერთი გოლით იყო გამორჩეული, რომელიც მან "პადერბორნის" კარში მე-10 ტურში გაიტანა (მისთვის სადებიუტო შეხვედრაში). მაშინ მან "კიკერისგან" 2 ბალი დაიმსახურა.

"ფრანკფურტთან" შეხვედრაში გიორგის თამაში "შპორტალმა" 2,5 ბალით შეაფასა. ასეთი მაღალი შეფასება ორივე გუნდში კიდევ 3-მა ფეხბურთელმა მიიღო.

"ფრანკფურტთან" მატჩში ჭანტურია 72-ჯერ შეეხო ბურთს, კარში ერთხელ დაარტყა და მის წინააღმდეგ წესი სამჯერ დაარღვიეს.
გიორგი, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ამ უგვანო სტეპტიკოსების დადუმება. შენ გაქვს დიდი ნიჭი, რომლის რეალიზება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ირშომე უფრო ბევრი და გარწმუნებ შედეგი არ დააყოვნებს. წარმატებები!!!
0
ნუ მამენტ ოქრიაშვილი მორჩა ფეხბურთს და ესღა დარჩა :D რა მწვრთნელმა უნდა გვიშველოს ? :D
0
ვეტანხმები ავთოს.უხოპლანეტელო გერმანისჰი სხვაგვარდ წერენ ბალებს.და ეს კაი სჰეპასება დახლოებიტ 7ბალამდე სხვა ცჰემპიომატში ტან გერმანიში არწერენ ადვილად.მეორე 12
შეხვდრიდან ყველაარ უთამშია მწვთნელი შეიცვალა,რომელმაც გადაიყვანა გერმანიში და ენდო.ტავიდან მოუწია დზირითდში დამკვიდრება.ესლუკას ინტერესისთვის

lasha
21:05 03-03-2016
0
ღმერთმა გაუმარჯოს შეიძლება მოვიდეს ცოტა ჭკუაზე,მარა რო შევხედე მეორე გოლის დროს,რომ უპასა საგოლედ არანორმალური სახის გამომეტყველებით იყო. ამისთანა რა გონია თავი ვერ გავიგე. ასეთი ხასიეთი,რომ აქვს თვითონ ვერ ამჩნევს კაი,მარა დავიჯერო გვერდზე არავინ ჰყავს,რომ უთხრას ულამაზოდ ქცევა ძალიან გვაღიზიანებს გულშემატკივრებს.არ გარგებს ბიძიკო დამიჯერე ასეთი საქციელი,თორე,რო გავა დრო მერე კი ინანებ ძალიან. ცოტა თავი დახარე და დასტოინად მოიქეცი.
0
მთავარია არ დაკარგო რააა ეს ფორმა და გადადოს თავი და მოილას თავი ვარჯიშით.... დაუჯეროს გერმანელებს და კარგად იქნება ყვეალფერი.... გერმანია უშველის ამას.. მართლა ნიჭიერია და ცოდვაა გაფიჭებისთვის, თან თუ ჩავთვლით რომ ოქრიაშვილი მორჩა ფეხბურთს ამის იმედზე ვართ რაა
ჭანტურიაზე
18:36 03-03-2016
0
კაიტ რა რაზეა საუბარი კაცი ბარსელონაში იყტო და საიდან სად რა რეგრესი განიცადა 2 ბუნდეს ლიგის ბოლო ადგილოსანი ყველაფდერია ნათქვამი!!!
givi
18:32 03-03-2016
0
ბოღმებო რა მოგიღიათ პირი ამ ბიჭზე წინა თამაშშიც საუკეთესო იყო და ეხლაც საუკეთესო იყო იმ 1 საგოლე პასის გარდა 3 საგოლე პასი გაუფუჭეს 100%-ანები და ყველა მომენტს ეს ქმნიდა. ნაკრებში თითქოს უკეთესი იყოს ვინმე ამის პოზიციაზე გამოვიდა ალბანეთთან და გოლი და საგოლე პასი გააკეთა. დრო არ ეძლევა სათანადო ნაკრებში თორემ ამაზე დიდი პოტენციალის ფეხბურთელი ნაკრებს არ ყავს
avto
18:12 03-03-2016
0
ძლივს გამოფხიზლდა ეს ბიჭი, იმედია ერთ მატჩიანი გამონათება არ იყო
akaki
17:49 03-03-2016
0
მოკლედ მოკვდნენ ამის რეკლამირებით მაგრამ თვითონაც აღიარებენ მთელ სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა გუშნ. ამაზე მეტს ზოგი მეკარე ახერხებს და ეს თავდამსხმელი არ არის?!
Luka
17:18 03-03-2016
0
როგორც 2.5 ბალიანი მიწისძვრა არარის არაფერი ისე იგივე მდგომარეობა არის აქაც..ჩამოწერეთ ეს ფეხბურთელი
ucxoplaneteli
16:45 03-03-2016
0
სიახლეები პოპულარული