როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს

AutoSharing Option
ახლა იმის გახსენებას ნუ მომთხოვთ, რომელი წელი იყო ან რომელი მატჩი. ეს არ მახსოვს. სამაგიეროდ, მახსოვს, რომ "ამერის" სტადიონზე "გაგრა" ეთამაშებოდა რომელიღაც ქართულ გუნდს. სხვა დროს და სხვა შემთხვევაში, იქნებ წელიც დამემახსოვრებინა და გუნდიც, მაგრამ იმ დღეს ჩემს ტვინში საამისო ადგილი აღარ დარჩა...

იმ დღეს პირველად ვნახე თინეიჯერი თორნიკე ოქრიაშვილი. მგონი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭი. მახსოვს, იმ დღეს აუტანლად ციოდა და ადგილ-ადგილ წვიმასაც გამოურევდა ხოლმე. ციოდა, მაგრამ იმ ბიჭის თამაშმა გული გაათბო. მხოლოდ ჩემი გული არ გამთბარა იმ დღეს...

თამაშს ჩემ გვერდით რამდენიმე ბევრისმნახველი ბიძა უცქერდა. მატჩის დაწყებამდე ის ბიძები ადგილ-ადგილ მსუბუქი ირონიით, ხშირად კი დანანებით საუბრობდნენ ქართული ფეხბურთის მაშინდელობაზე, რომელიც, ჩემი პირადი აზრით, დღევანდელობაზე უკეთესი იყო. ჩანდა, დროს კლავდნენ ან რაღაც ასეთი...

დაიწყო თამაში და ეს დინჯი კაცები პატარა ბიჭმა ადგილიდან რამდენჯერმე წამოახტუნა. ერთხელ და ორჯერ მისი კარგი თამაში შემთხვევითობა მეგონა. რომ აღარ გაჩერდა, რომ აღარ მოისვენა, ასაკით გაცილებით უფროს მეტოქეებს თავბედი არაერთხელ რომ აწყევლინა, ჩემს ახლო მეგობარს, "გაგრის" ცოცხალ მემატიანე მიშა აფხაზავას ვკითხე - ვინ არის ეს ბიჭი, ამის სანახავად აწი სულ ვივლი თქვენს თამაშებზე, ეს რა მაგარი ვინმეა-მეთქი?!

"თორნიკე ოქრიაშვილია. მაგარი ბიჭია. ეს კიდევ არაფერია. დააკვირდი, ბევრი შეუძლია", - მითხრა მაშინ აფხაზავამ, ვინც ფეხბურთელის საქებარ სიტყვებს ჰაერზე არასოდეს ისროდა. ეს უკვე დიდი ხანია, ვიცოდი და ინტერესი იმ ბიჭის მიმართ კიდევ უფრო გამიცხოველდა.

ის დღე მართლაც ოქრიაშვილისა იყო - თორნიკეს დღე. იმ დღეს ოქრიაშვილმა გააკეთა ყველაფერი და კიდევ მეტი, რაც შეიძლება ერთმა ფეხბურთელმა ერთ კონკრეტულ მატჩში გააკეთოს. მთელი მატჩის განმავლობაში კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა მოწინააღმდეგეს და როცა ეს გაუთავებელი და ძალიან ხშირად უნაყოფო დევნა დასრულდა, ვიგრძენი, რომ ტაშის დაკვრისგან ხელისგულები მეწვოდა.

ეგაა, იმ მაგარ ბიჭს ძალიან ხშირად მაგარი ემოციაც ემჩნეოდა, თუმცა ეს იქვე ავხსენი. მანამდეც და მერეც ძალიან იშვიათად მინახავს, საქართველოს ჩემპიონატში რომელიმე ფეხბურთელს ამდენი მოხვედროდეს ფეხებში.

ის კი მომეწონა, რომ ეს ემოციური და სპორტული თვალსაზრისით ძალიან თავხედი ბიჭი ფეხბურთის უზომო სიყვარულით იწვოდა. ის სიამოვნებას იღებდა ყოველი წუთით და როცა ფეხბურთისგან ამხელა სიამოვნებას იღებ, არ შეიძლება, ბევრი რამ არ გამოგივიდეს.

თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა მაშინ, როცა ჩვენ ძალიან გვენატრებოდა გამოკვეთილი ინდივიდუალისტები. ჩემს თაობას ფეხბურთში ბევრი არ უნახავს. ჩვენ ვერ მოვესწარით დავით ყიფიანს, საშა ჩივაძეს, რამაზ შენგელიას თუ 70-80-იანების სხვა გოლიათებს, თუმცა ჩემი თაობა ბედნიერია, რომ გაიზარდა გიო ქინქლაძის, შოთას, აჩის, გოჩა ჯამარაულის, მოგვიანებით მალხაზ ასათიანისა თუ სხვათა ფეხბურთზე. ჩემს თაობას ძალიან უყვარს გამოკვეთილი ინდივიდუალისტები და ცხოვრება კი, სამწუხაროდ, იმ ეპოქაში უწევს, სადაც ბევრი ფეხბურთელი ინკუბატორის წიწილებივით ჰგავს ერთმანეთს...

* * *
ოქრიაშვილის კარიერა თავისი გზით წავიდა. მან თავისი შანსი ვერ გამოიყენა დონეცკის "შახტარში". სულაც არ მიმაჩნია, რომ თორნიკე ნაკლებად ნიჭიერია, ვიდრე უკრაინული კლუბის უამრავი ყოფილი თუ ახლანდელი ბრაზილიელი.
ასე მგონია, აღმოსავლეთევროპულ გრანდში მან საქმეს რაღაც დააკლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის "შახტარის" ძირითად გუნდში დამკვიდრდებოდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქრიაშვილი, დიდი ალბათობით, მოჰყვებოდა "შახტარის" მიერ აგორებულ ბოლო სატრანსფერო ტალღაში და, ვინძლო, დღეს რომელიმე გრანდის ფეხბურთელიც კი ყოფილიყო...

"ილიჩევეცსა" და "ჩერნომორეცში" გატარებულ პერიოდებს, თქვენის ნებართვით, სათვალავში არ ჩავაგდებ. ეს ის კლუბები არ არის, რომლებიც ოქრიაშვილის ნიჭსა და გაქანებას შეესაბამება. კვირაში ერთხელაც რომ ევარჯიშა, თორნიკე ცარიელი ნიჭის ხარჯზე "გაქაჩავდა" საშუალო უკრაინული კლუბების ლიდერობას...

მერე იყო ბელგიური "გენკი". ჩემპიონატი, სადაც უყვართ შეტევა და ტექნიკა. ჩემპიონატი და ლიგა, სადაც თორნიკე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნაღდად უნდა ყოფილიყო. არადა, ოქრიაშვილს გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა. არადა, იქიდან მას გაცილებით სოლიდურ ევროპულ კლუბში გადასვლა ვუწინასწარმეტყველეთ...

რატომ არ აღმოჩნდა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი მზად ევროპული გამოწვევებისთვის? "გენკში" მისი მუდმივი თანამგზავრი იყო სკანდალები, რაზეც ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებ... სკანდალები და ფეხბურთი ერთმანეთთან არ მეგობრობენ.

ოქრიაშვილი გაანათხოვრეს თურქული სუპერლიგის აუტსაიდერ "ესქიშეჰირში", სადაც ის ასევე ვერ თამაშობს ხშირად და ეს უკვე ძალიან სამწუხაროა.

ოქრიაშვილს პირადად არ ვიცნობ. აქედან გამომდინარე, მასზე მსჯელობა მხოლოდ ნანახით შემიძლია. რატომღაც, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის მატჩებს მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან კატეგორიებად ყოფს.

მე მისი ყველა თამაში მინახავს საქართველოს ნაკრებში. რა თქმა უნდა, ყოფილა კარგი და ცუდი თამაშები, მაგრამ მე მოუნდომებელ, "სულერთია" ოქრიაშვილს ნამდვილად ვერ ვიხსენებ.

თორნიკემ კლუბში ყველა შეხვედრა ერთნაირი მოტივაციით უნდა ითამაშოს. დღეს სხვანაირად ევროპულ ფეხბურთში ვერ დამკვიდრდები. არ აქვს მნიშვნელობა, "ესქიშეჰირი" "გალათასარაის" ეთამაშება თუ "მერსინს", ის აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

მერე ეს "ესქიშეჰირიც" სხვა თემაა. იქ ფეხბურთელის პროგრესი რთულია. თურქულ საშუალო და სუსტ გუნდებში ხშირად მიდიან ბევრისმნახველი ლეგიონერები, მაგრამ იმ ლეგიონერებს თავიანთი სათამაშო ფეხბურთი უკვე ნათამაშები აქვთ. თორნიკემ კი კიდევ უნდა ითამაშოს.

რატომღაც მგონია ისიც, რომ ოქრიაშვილმა საკლუბო ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება შეწყვიტა.

ფაქტია, სიტუაცია უნდა შეიცვალოს, თორემ ნიჭიც ხელიდან გვეცლება და ბიჭიც. თორნიკე ოქრიაშვილის ნიჭი და მისი ფეხბურთი კი მხოლოდ მისი არ არის, ის ეკუთვნის საქართველოს, ეკუთვნის იმ გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მიდის მის სანახავად...

ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს. მართალია, მას არ ვიცნობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის არ არის ეგოისტი. ბიჭი ნიჭს უნდა გაუფრთხილდეს. მხოლოდ ეს არის გამოსავალი...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
"ილიჩევეცსა" და "ჩერნომორეცში" გატარებულ პერიოდებს, თქვენის ნებართვით, სათვალავში არ ჩავაგდებ. ეს ის კლუბები არ არის, რომლებიც ოქრიაშვილის ნიჭსა და გაქანებას შეესაბამება. კვირაში ერთხელაც რომ ევარჯიშა, თორნიკე ცარიელი ნიჭის ხარჯზე "გაქაჩავდა" საშუალო უკრაინული კლუბების ლიდერობას...
აი აქ მაგრად შეცდა ავტორი. თვითონაც ესე რო ფიქრობდა მაგიტომაცაა ეხლა ესეთ დღეში.
saba
20:29 26-02-2016
0
ალეკოს, როგორც დიდებულ სპორტულ ჟურნალისტს-ხუთიანი, თორნიკეს კი, ქართველი გულშემატკივრის იმედის მოკვლისთვის-ორიანი, იგივე მითქვამს სიცოცხლეში უმცროსი მიშა მესხისთვის, მან, მე და მილიონობით ქართველს, წაგვართვა ის, რაც ღმერთმა გამოატანა ჩვენთვის, ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ნიჭიერება ღვთის წყალობაა და ის, მარტო შენ არ გეკუთვნის, ერს უნდა მოახმარო(!)...
ბონდო
02:17 26-02-2016
0
თორნიკე ნამდვილი ტალანტი ხარ! ითამაშე გაგვახარე! უკვე მოვიდა შენი აღზევების დრო! იქნებ საქართველოში დაბრუნდე და დიდდი გუნდის წარმოშობაში მიიღო მონაწილეობა! აქ უფრო დაგინახავნ!
არჩილ ხოფერია
01:03 26-02-2016
0
ეეე ბიჭო თორნიკე, შენ გენაცვალე , მუხლებზე დამდგარი გეხვეწებით არ დაგვიკარგო ის რაც შენ და ყველა ჩვენგანს ეკუთვნის , გვაჩუქე სიხარული დაიმკვიდრე შენი ადგილი დიდ ფეხბურთში.
ფოთი
00:42 26-02-2016
0
თოკოსტან დალაგდება ყველაფერი მაგაზე მიდის სამუსშაო და თქვენი ყველასი გვერდში დგომა არის საჭირო გენაცვალეთ თქვენ
0
და რა უნდა იყოს ეს სიმართლე, არასერიოზული ადამიანია და მორჩა, რომელსაც მიზეზები არ ელევა, კლუბის ხელმძღვანელობამ ჩამოაკითხა რო აღარ ჩავიდა ბელგიაში, ვინმესთვის კიდევ გაუგებარია მდგომარეობა?
zura
23:35 25-02-2016
0
ვარჯიში ეზარება.
Mtieli
23:07 25-02-2016
0
ალეკო გენაცვალე ზუსტათ ასეთი შეგრძნება მქონდა,როდესაც პატარა გიო ქინქლაძის თამაში ვნახე პირველად სულ შემთხვევით,მას შემდეგ კაცი,რომ საკუთარი შვილის გაზრდას ელოდება,ისე ველოდებოდი გიოს გაზრდას,ძალიან ხშირად დავდიოდი მის საყურებლად,გიომ კი ითამაშა დიდი ფეხბურთი და თავისი კვალი დატოვა,მაგრამ ხომ დამეთანხმებით,რომ არა მისი ხასიათი,მას უდიდეს ფეხბურთელთა შორის უნდა მოიხსენიებდნენ დღეს,მაგრამ....ოქრის კიდე უარესი ჭირს ხასიათში არა და რა ნიჭის ფეხბურთელია,კიდევ ბევრ ნიჭიერს დავკარგავთ თუ ფსიქოლოგების დახმარება არ დამკვიდრდა ქართულ ფეხბურთში.
sake
21:41 25-02-2016
0
"ილიჩევეცსა" და "ჩერნომორეცში" გატარებულ პერიოდებს, თქვენის ნებართვით, სათვალავში არ ჩავაგდებ. ეს ის კლუბები არ არის, რომლებიც ოქრიაშვილის ნიჭსა და გაქანებას შეესაბამება. კვირაში ერთხელაც რომ ევარჯიშა, თორნიკე ცარიელი ნიჭის ხარჯზე "გაქაჩავდა" საშუალო უკრაინული კლუბების ლიდერობას..."

ალბათ ისიც ასე ფიქრობდა და შედეგიც სახეზეა.
Vato
20:18 25-02-2016
0
ის ნაღდია, რომ ყველა თამაშში ვერ ახდენს დიდი მოტივაციით თამაშს. გრანდებთან უფრო მაგრად უბერავს.
odala
19:56 25-02-2016
0
და რა იყო ხალხნო ფეხბურთს 38-40წლამდე თამაშობენ,ეს ჯერ ახალგაზრდაა რატომ ასეთი კატოგორიულობა,რომ მორჩა უკვე დაღუპულია
0
ამისმა მატარებელმა ჩაიარა,დხესჰი მინიმუმ 300 ნიჭიერი და მშრომელი ფეხბურთელი ემატება მსოფლიოს მსუქანა და დაინვალიდებული ქართველი ფეხბურთელები რეზერვშიც ვერ ხვდებიან
vova
18:51 25-02-2016
0
ისეთი ინტრიგა დათესეთ ამ ბიჭთან დაკავშირებით ახლანდელ კომენტარებში, რო ჯობია მართლა დაიწეროს რის მინიშნებასაც ცდილობთ... ვისაც წარმოდგენა არ გვაქვს ოქრიაშვილის პირად ცხოვრებაზე, ახლა უნდა გვამარჩიელოთ ...?? დაწერეთ რა უეჭველი თუ რამე იცით, თორე მეზობელმა მითხრა ბაზარი არ მოსულა!
Bondo2
18:31 25-02-2016
0
ვერ დაწერენ, ატყდება მერე ერთ ამბავი, ცილისწამებაა, შეურაცხჰყოფაა და ჩირქის მოცხებაა ჩვენი სათუთი და საყვარელი ფეხბუთისო.
luk-s
18:23 25-02-2016
0
სანამ ქუჩური მენტალიტეტი და ძველბიჭობა არ მოიშლება ფეხბურთში, მანამდე არაფერი ეშველება, ნარკომანი, ან მოძველბიჭო მწვრთნელების ხელში აბა რას ისწავლიან კარგს, თავი Yველას მარადონა გონიათ, იმას თუ შეეძლო თან კოკაინი და თან ფეხბურთი ესე იგი ჩვენც შეგვიძლიაო, ვაი ტქვენს პატრონს! ჭაობში ხართ! კორუფციის და შავი გაგების ჭაობში!
0
Da daweret es ... simartle ra gaxda...?
0
თუ მოინდომებს გამოუვა ყველაფერი, ისე დავამატებდი რომ ეს ბავშვები კლუბის ბაზაზე უნდა ცხოვრობდნენ და არა ნაქირავებ ბინებში სადაც რეჟიმი კვება ძილი არაქვთ ნორმალური, მიდის მერე აქედან ძმაკაცების ჩაყვანა და გულავი კლუბებში და შედეგიც აღარ აქვთ
0
აგე სიმართლე ზაზამ დაწერა.
მე დავამატებ: 1) ქინქლაძეს რომ გააფეტიშებ, მერე არი უნდა გიკვიდრეს დაკარგული ტალანტების.2) ფეხბურთში ყველაზე მეტი ძალად ძველი ბიჭია, თითქოს განგებ ქუჩურად ზრდიანო (გეგონება) ამას კარგად იყენებენ ნაღდი ძველი ბიჭები (კაია არა ფულიანი ვითომ ძმაკაცი თავისი დროსტარებით, კაიფით). მიბაძეთ რეგბისტებს, კალათბურთელებს,წყალბურთელებს სადაც ძირითადად ჩვეულებრივი ხალხია, ძველიბიჭიც შეიძლება გამოერიოთ და სხვაც მაგრამ სიტუაცია ქუჩური არ არი.
0
პრობლემა თორნიკეს ფსიქიკაშია, მას ვერაფერი ვერ აიძულებს ითამაშოს, უბრალოდ იცის რომ "ძალიან მაგარია" და მორჩა, უბრალოდ ეს სხვებმაც უნდა "აღიარონ". ამ ყველაფრის არ დანახვას კი მტკივნეულად განიცდის და რეალობას პატარა ბავშვივით გაურბის.გავიხსენოთ გენკში მისი არ დაბრუნება. მე გაგახსენებთ სებასტიან დაისლერს, მასაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა... უდიდესი ტალანტის მქონე ადამიანს ლამის მთელი გერმანია დაუდგა მხარში მაგრამ ვერ უშველეს. ჩვენს პირობებში, როდესაც ფექბურთელს ელემენტარული მხარში დგომა არ აქვს თორნიკე უკვე დიდი ხნის ჩამქრალი ვარსკვლავია, უბრალოდ საკითხავია კაშკაშებდა კი ოდესმე??? P.S ჰოლანდიაში უნდა ეცხოვრა ერთს მაგრად დაბოლდებოდა და იცხოვრებდა თავის ამპარტავან სამყაროში
მდა
16:23 25-02-2016
0
გული მწყდება ამ ახალგაზრდაზე მისი შემოტრიალება ფეხბურთისკე ძნელია ჩაიარა მატარებელმა.მასეტი არასტაბილური ხასიათის ბავშვები იოლათ ირიბებენ კარიერას .ის მეწყინა უფრო მის ადგილას ბერძენი ნამდვილატ უტალანტო მაგრამ შეუპოვარი კარელი იყიდეს 3მილიონათ როცა ოკრიკას ნახევარიტს არააქვს აი რააკლიატ ჩვენ ფეხბურტელებს კალაძის მონდომება და მუშაობა თავის თავზე.ტუნდაც აიხეტ ჭანტურია დედამისმა ერთიამბავი ამიტეხა როცა დავწერე რომ არასტაბილური ხასატების ფეხბურთელები გვეზრდებიან მეთქი ტალანტიდ რა გითხრათ შევადარებ ბრაზილიას მაგრამ რად გინდა პირველი კონტრაკტი ერთი წელი შეეაგროვებენ ცოტა ოდენ ფულს და კმაყოფილდებია.ხმერთო არ მინდა რომ ეს სინდრომი ახალ ვარსკვლავს და პატარა ქინქლაძეთ შევრაცხავ არაბიძეს ახმოაჩდეს.ხმერთი ფარავსეს ჩვენი შვილების ტალანტს
jojo
16:14 25-02-2016
0
თორნიკემ ისედაც იცის რა დღეშიცაა და სავარაუდოდ ეს კიდევ უფრო უმძიმებს სიტუაციას, ფსიქოლოგიურად არის დათრგუნული.თორნიკე, თუ კითხულობ შენ ამ სტატიას და გამოხმაურებებსაც, მიდი ფსიქოლოგთან, საერთო არაა სირცხვილი, მოიშორე აბსურდული აზრები თავიდან, შეუდექი შრომას, ვარჯიშს და შენს გულშემატკივარსაც, მოწინააღმდეგესაც და საკუთარ ტავსაც დაუმტკიცე რომ მაგარი ფეხბურთელი ხარ !!!!!!!
dave
15:47 25-02-2016
0
მაგრად დამწყდა გული,-ის ფეხბურთელი აღარ არის
მურთაზი
15:33 25-02-2016
0
ოქრიაშვილის დრო უკვე ჩავლილია. წმინდა ქართული სინდრომი ჭირს და ამ სინდრომიდან რო გამოვა მერე ქუსლების გადატყავება გვიან იქნება. ჯობია სხვა ტალანტები ვეძიოთ
zura
14:57 25-02-2016
0
მართალი ხარ მეგობარო, არავინ არ საუბრობს იმაზე რეები აქვს გაკეთებული და როგორ ცხოვრობს. დაივიწყეთ საერთოდ ეს და ჭანტურია. შანსი აქვთ 0 რომ დიდი კი არა საშუალო ფეხბურთი მაინც ითანმაშონ
zaza-ს
14:53 25-02-2016
0
გეთანხმები I. ადამიანის ნიჭიც, უნიჭობაც და ცხოვრების წესიც მისი პირადი საკუთრებაა და თვითონ წყვეტს ფხიზლად იცხოვროს 70 წელი თუ კაიფში 50! თორნიკემ ისეთი არჩევანი გააკეთე რომელიც ფეხბურთელობას არ გამორიცხავს თუმცა მხოლოდ დაბალ დონეზე და ცოტა ხანი. მე იმას ვამბობ რომ საფეხბურთო სამყარომ, მათ შორის ჟურნალისტებმა იციან "ყველაფერი" და როგორც ჟურნალისტი ვითხოვ დაწერონ სიმართლე!
zaza
14:49 25-02-2016
0
მისი ნიჭი მისი საკუთრებაა, და როგორც უნდა ისე გამოიზენებს. ცხადია გულ დასაწზვეტია, როცა ნიჭიერი ადამიანი თავის ნიჭს უაზროდ გაანნიავებს, მაგრამ ის ვალდებული არავისთან არაა.
0
ძალიან სამწუხაროა თორნიკეს კარიერული წარუმატებლობა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
ლაშატო
14:27 25-02-2016
0
წავიკითხე სტატია, ვკითხულობ კომენტარებს. რომ არსებობდეს ნომინაცია "წლის გულისამაჩუყებელი სტატია" კი ბატონო მაგრამ სხვა მხრივ მსგავსი სტატიის მოწონება ტყუილის და თვალებში ნაცრის შეყრის წახალისებაა. სპორტულმა ჟურნალისტებმა მაინც მშვენივრად იცით რა ხდება ოქრის თავს, რატომ არ დაბრუნდა ქართული შეკრებიდან ბელგიაში და ისიც იცით რომ ეს განუკურნებელი სენია და შესაბამისად თორნიკეზე როგორც მომავლის ფეხბურთელზე ლაპარაკი აბსურდია! ასე რომ იმყოფინეთ ვაჟკაცობა და ვინმემ დაწერეთ სიმართლე, იქნებ სხვები მაინც გადავარჩინოთ ამ ... მაგალითზე...
zaza
14:21 25-02-2016
0
ყველაზე დიდი ნიჭიერება, შრომისმოყვარეობაა. რაც აიფონას არ აქვს.ამას ვერ ისწავლი, ეს ან გაქვს, ან არა. მაგას არ აქვს და მაგისი ფეხბურთიც მაქსიმუმ ევროპის საშუალოზე დაბალი დონის გუნდში და მინიმუმ ისევ საქართველოს ჩემპიონატში დარჩება :) :) ოქრიაშვილს მილიონი შანსი მიეცა, ისევე როგორც ჭანტურიას, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? არ მუშაობენ და უმუშევრად არაფერი მოდის.
ირაკლი
14:15 25-02-2016
0
ჩვენი ძმა ხარ. გენაცვალე ალექს მაგ სიმართლეში და კაი კაცობაში უბრალოებაში. გვენატრები.
zestafans
14:07 25-02-2016
0
თვით გენიოსობაშიც მთავარი ნიჭი კი არა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, უზარმაზარი შრომისმოყვარეობაა. ოქრიაშვილი კი არა, მართლა ტალანტები ისე გამქრალან ამ ქვეყნიდან, რომ მათი არსებობაც არავის შეუტყვია. ოქრიაშვილი კი კმაყოფილი იმითაც უნდა იყოს, რომ რამოდენიმე ადამიანი გულშემატკივრობს, მე კი თავს დავდებ და ვიტყვი, რომ ის მალე გაქრება არენიდან და ძალიან ცუდად დაამთავრებს დაუწყებელ კარიერას:"მრუდედ გაზრდილ ხეს მხოლოდ მოჭრა შველის" (ქეი-ქაუსი).
zurab
13:50 25-02-2016
0
უნახავმა რა ნახაო.....
NMN789
13:36 25-02-2016
0
კარგი სტატიაა!ყოჩაღ ალეკო!..მგონი ,,ილიჩევეცში,,უკეთესად იყო ფიზიკურად მომზადებული,მაინც უკრაინელები ფიზიკაში მაგრად ამზადებენ!...ან მართლაც დაკარგა საკლუბო დონეზე ინტერესი ან კლუბის დონე არაა საკმარისი მოტივაციისთვის...თუ კლუბში არაა სათანადო დონეზე ფიზიკური მომზადება,თვითონ უნდა ივარჯიშოს დამატებით..
ზაზა
13:29 25-02-2016
0
კიდევ ერთი გაფლანგული ძალიან დიდი ტალანტი
1111
13:23 25-02-2016
0
კარგი სტატიაა ალეკო, მადლობა სიმართლისთვის, სხვა ფეხბურთელბსაც თუ გადასწვდები კარგი იქნება
ქართველი
13:16 25-02-2016
0
ძნელია არ დაეთანხმო ალეკოს. ერთს დავამატებდი მხოლოდ, მაგრამ მინდა ოქრიმ არა წყენად, არამედ რჩევად მიიღოს. "თუ ადამიანმა საქმეს ცოტაოდენი ტვინიც არ დააყოლა, ნიჭიც ხელიდან გამოგეცლება და თავიც"
gurami
13:12 25-02-2016
0
სიახლეები პოპულარული