ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ზარანდიამ ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ ითამაშა

AutoSharing Option
23 თებერვალს, ამსტერდამის "აიაქსის" ბაზის დახურულ დარბაზში ჩვენთვის საინტერესო მატჩი გაიმართა - ჰოლანდიური გრანდის დუბლშემადგენლობამ ბელგიური "გენკის" სარეზერვო გუნდს უმასპინძლა და 3:2 მოუგო.

"აიაქსის" რეზერვისტებში მთავარი გუნდის ექვსმა (ვიქტორ ფიშერი, ვაცლავ ჩერნი, ტიულან სერესო, დონი ვან დე ბეეკი და რიშაირო ჟივკოვიჩი) ფეხბურთელმა ითამაშა. თავიდან ბელგიელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმი მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს და გაიმარჯვეს კიდეც.

ჩვენთვის კი საინტერესო ის არის, რომ სტუმართა რიგებში ითამაშა ლუკა ზარანდიამ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

25 იანვრის შემდეგ ზარანდია
საზარდულის ტრავმას მკურნალობდა. ამის მიუხედავად, ქართველი შემტევი ორივე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ბელგიელთა მეორე საგოლე შეტევა სწორედ ზარანდიამ წამოიწყო. ამსტერდამელთა მცველებს მისი შეჩერება უჭირდათ და ორჯერ ეს ყვითელი ბარათის ფასადაც დაუჯდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"