ლეგიონი გუშინ: გიორგი მაკარიძე იგებს, თემურ ქეცბაია ნახევარფინალშია

AutoSharing Option
კვიპროსის თასზე მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები ჩატარდა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა გასვლაზე 3:1 მოუგო "არისს". პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. ქეცბაიას გუნდი ნახევარფინალშია.

ასპარეზობას გამოეთიშა "ანორთოსისი", რომელმაც შინ 2:2 ითამაშა აეკ-თან. პირველი შეხვედრა აეკ-მა 3:0 მოიგო. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ.

პირველ მატჩში განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ "პაფოსმა" ამავე ანგარიშით მოუხარა ქედი "ომონიას". ლევან ხმალაძე "პაფოსის" სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა.

* * *
საბერძნეთის ჩემპიონატში "ლევადიაკოსი" შინ დაუზავდა "ატრომიტოსს" - 1:1. "ლევადიაკოსის" რიგებში 90 წუთი ითამაშა გიორგი მერებაშვილმა.

* * *
პორტუგალიის
რანგით მეორე ლიგაში "პორტიმონენსემ" შინ 1:0 მოუგო "ჟილ ვისენტეს". სტუმართა რიგებში 70-ე წუთზე გამოჩნდა ავთო ებრალიძე.

დაბოლოს, გიორგი მაკარიძის "ფეირენსემ" გასვლაზე 2:0 მოუგო (ზედიზედ მეოთხე გამარჯვება) "ორიენტალს". ჩვენებურმა მეკარემ სრულად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირაკლი მაისურაძეს რატომ არ იწვევენ ნაკრებში გასაკვირია?
gabo
12:04 18-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული