გიორგი აბურჯანიას პირველი სიმბოლური ესპანეთში

AutoSharing Option
ესპანურმა გამოცემა goldeplata.com-მა, რომელიც ძირითადად სეგუნდა დივიზიონს აშუქებს, 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი აბურჯანია შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგის "ხიმნასტიკმა" 1:0 დაამარცხა "ელჩე", ქართველმა კი საგოლე პასი გააკეთა. ამ მოგებით "ხიმნასტიკმა" მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

გიორგი აბურჯანიამ სეგუნდა დივიზიონში უკვე 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი გააკეთა. 196 წუთში მის ანგარიშზე 11 ართმევა და 96 პასია (85%-იანი სიზუსტე). კარში ჩვენებურს ჯერ არ დაურტყამს, 4-ჯერ კი წარმატებით განახორციელა დრიბლინგი. აბურჯანია სულ 2-ჯერ
დაჯარიმდა, ერთხელ კი მის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი.

25-ე ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული