აი, რას ნიშნავს გურამ კაშია "ვიტესისა" და მისი ფანებისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესმა" 23-ე ტურში "ჰეერენვენთან" გამარჯვების შემდეგ Youtube-ზე მატჩის ვიდეო გამოაქვეყნა.

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" მეტოქე სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 3:0. ყაზაიშვილმა საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა, კაშიამ კი მოედანზე შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ არნემელმა გულშემატკივრებმა ქართველ მცველს მხარდასაჭერი ბანერი გამოუფინეს წარწერით: "გამარჯვებულები არასოდეს ნებდებიან".

Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი არნემელი გულშემატკივრისთვის...

მატჩის დაწყებამდე კაპიტანმა გუნდი შეკრა და სიტყვით მიმართა: "გუნდურად უნდა ვითამაშოთ და ეს შედეგს გამოიღებს. ეს გამარჯვება გვჭირდება და
ჩვენ ის აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ, წავედით".

თამაშის დასრულების შემდეგ კი არნემელმა ფეხბურთელებმა გამარჯვება გულშემატკივრებთან აღნიშნეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გურამ თუ ძმა ხარ, ნაკრების თამაშებზეც უთხარი ხოლმე რა ესეთი რაღაცეები......
guga
19:00 16-02-2016
0
ნაკრებ გუნდს, რომელსაც ჰყავს ჯაბა და გურამი ნამდვილად შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. არსებობს ხალხი ვის გარშემოც შეძლება შეიკრას გუნდ. გამოცდილი და ერუდირებული მწვრთნელია საჭირო, თანაც სასწრაფოდ, რომელიც იცნობს ყველა ქართველ ფეხბურთელს თავისი შუქ-ჩრდილებით.
gizog
17:30 16-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული