ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შოთა არველაძე: პაოკ-ი? მზად ვარ!..

AutoSharing Option
შოთა არველაძემ ბერძნულ მედიას დაუდასტურა "ლელოს" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი სამსახურით ელადური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, პაოკ-ია დაინტერესებული.

შოთამ არ შეაფასა გუნდის ყოფილი თავკაცის, იგორ ტუდორის მუშაობა:

"მზად ვარ, პაოკ-ის წინადადება განვიხილო. რაც შეეხება ტუდორის მუშაობას, კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა 42 წლის სპეციალისტმა, ვინც "ტრაბზონსფორიდან" წამოსვლის შემდეგ უმუშევარია და სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს...

ბერძნული წყაროს ცნობით, არცთუ დიდი ხნის წინათ არველაძის სამსახურით ბერძნული ფეხბურთის მეორე გრანდი - "პანათინაიკოსიც" იყო დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ