შოთა არველაძე: პაოკ-ი? მზად ვარ!..

AutoSharing Option
შოთა არველაძემ ბერძნულ მედიას დაუდასტურა "ლელოს" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი სამსახურით ელადური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, პაოკ-ია დაინტერესებული.

შოთამ არ შეაფასა გუნდის ყოფილი თავკაცის, იგორ ტუდორის მუშაობა:

"მზად ვარ, პაოკ-ის წინადადება განვიხილო. რაც შეეხება ტუდორის მუშაობას, კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა 42 წლის სპეციალისტმა, ვინც "ტრაბზონსფორიდან" წამოსვლის შემდეგ უმუშევარია და სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს...

ბერძნული წყაროს ცნობით, არცთუ დიდი ხნის წინათ არველაძის სამსახურით ბერძნული ფეხბურთის მეორე გრანდი - "პანათინაიკოსიც" იყო დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საბერძნეთი ჭაობია ყველა სფეროში,არ შეცდე,აქ ოქროს ზოდები რომ დაუდგა,დაუნახავები არიან....არ გიღირს,თვითონ სავიდისი გაგიჟებულია აქაური სიტუაციით,ერტი ოლიმპიაკოსის გარდა სხვა გუნდს პერსპექტივა არა აქვს,ძირავენ ყველას...
აქედან უნდა გარბოდე
19:32 11-02-2016
0
პაოკი ძლიერი გუნდია წარმატებები შოთას.
bebeto
16:02 11-02-2016
0

სიახლეები პოპულარული