ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურია მხოლოდ სამი წუთით...

AutoSharing Option
გუშინ, 8 თებერვალს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "დუისბურგი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "არმინიასთან".

წაგებულთა შემადგენლობაში მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე ეროვნული გუნდის შემტევი გიორგი ჭანტურია.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატის "ქართულ" მატჩში "ანორთოსისმა" "პაფოსს" უმასპინძლა და შავი დღე აყარა - 5:1. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო ირაკლი მაისურაძემ. სტუმართა შორის კი ასევე შეუცვლელად გაისარჯა ლევან ხმალაძე.

* * *
"რუბინმა" ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 სძლია ბულგარულ "ლიტექსს". ყაზანურ გუნდში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
რომელი ჩემპიონატის და რომელი დივიზიონის გუნდიც არ უნდა იყოს, სადაც მიხვალ ვერსად რომ ძირიტადში ვერ იმკვიდრებ ადგილს და დროის გასაყვანად შეყავხართ, მიხვდი რა რომ შენშია პრობლემა, სადღაც აკლებ, არ აკეთებ იმას რაც გევალებამ არ ვარჯიშობ, ესეიგი უნდა მოუმატო, მეტი მოინდომო....ოქრიაშვილი, ჭანტურია, დვალი და კიდევ რამდენი ასეთი ბიჭი იკარგება თავისი სიზარმაცით და უხასიათობთ..... დაფიქრდით, მგონი თქვენშია პრობლემა და არა იმ მწევრთნელებში ვისთანაც მუშოაბთ და ყველას გიმუშავიათ, ყველას თქვენი ჯინი როგორ აქვს ? :)
dave
11:01 09-02-2016
0
ძალიან უსამართლოდ ექცევიან ჭანტურია, გუშინ დაახლოებით 5 წუთი ითამაშა და 2 კარგი პასი გააკეთა, პრიველ პასზე უნდა გაეტანა და ერთხელ პენალტზე ითამაშა მარა არ მისცეს... იმედია მიეციმა რაა შანსი.... ვინც თამაშობდა იმათზე ბევრად ნიჭიერია, მთავარია ფიზიკაში მოუმატოს რაა!
ჭანტურიაზე
11:02 09-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული