ისტორიული ფაქტი: რუსეთის პრემიერლიგაში 3 ქართველი მეკარეა

AutoSharing Option
ახლახან, რუსეთის პრემიერლიგის მონაწილე "უფაში" გიორგი შელია ჩაირიცხა. 27 წლის, წარმოშობით ქართველი მეკარე (სიმაღლე 190 სმ) აქამდე პირველი დივიზიონის ბინადარ კრასნოიარსკის "ენისეიში" თამაშობდა. შელიამ ახალ კლუბთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. შელიამ რუსეთის მოქალაქეობა სათამაშო პრაქტიკის გამო მიიღო. მანამდე, მას იქაურ პრემიერლიგაში არ უთამაშია. "ენისეის" გარდა, ის პირველი დივიზიონის ბრიანსკის "დინამოსა" (2007-2012) და კალინინგრადის "ბალტიკაშიც" (2012-2015) გამოდიოდა, კრასნოიარსკში კი მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი გაატარა.

ბრიანსკის "დინამოში" ყოფნისას (სულ 47 მატჩი) ის ასტრახანის "ვოლგარში" გაანათხოვრეს (2010),
მაგრამ მერე უკან დაბრუნდა. ბრიანსკში მეკარეებს რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი კარის დარაჯი სერგეი ოვჩინიკოვი ავარჯიშებდა, რომელსაც ქართველი ძალიან მოსწონდა. მაშინ შელიამ ძირითადი შემადგენლობიდან რუსეთის ნაკრების ყოფილი კანდიდატი ვენიამინ მანდრიკინი "ამოაგდო", სეზონის ბოლოს კი ბრიანსკის კლუბში სამი მეკარიდან მხოლოდ ის დატოვეს.

დღემდე, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ორი ქართველი მეკარე თამაშობდა - გიორგი ლორია სამარის "კრილია სოვეტოვშია", ნუკრი რევიშვილი კი - სარანსკის "მორდოვიაში". ამგვარად, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - რუსეთის მთავარ ლიგაში ერთდროულად ამდენ ქართველ მეკარეს არასოდეს უთამაშია.

საერთოდ, ბევრსაც ვერ გავიხსენებთ - კაკო დევაძე, სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი ლომაია, იური ოყროშიძე, დავით ხმელიძე, საშა ჩიხრაძე... მაგრამ ეს ბოლო სამი რუსული ფეხბურთის აღზრდილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი გილოცავ ჩემო კარგო! მრავალი წარმატებები მომელოცოე შენბის მომავალშიც.
ლია
13:38 09-02-2016
0
ჰა, რას ელოდებით, დააცხერით ყორნებივით და მონათლეთ მოღალატეებად!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული