ლეგიონი გუშინ: დვალიშვილის გოლი, კანკავას მოგება, მჭედლიძის ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 3 თებერვალს, იტალიის სერია A-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "უდინეზეს" უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ლევანი მინდორზე 79-ე წუთზე შევიდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიგა 1-ში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" შინ 2:1 მოუგო "ანჟერს". საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. ამ გამარჯვების შემდეგ "რეიმსს" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 26 ქულა აქვს და მე-16 ადგილს "აიაჩოსთან" იყოფს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შჩეცინის "პოგონი" ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა სლოვაკურ "ტრენჩინს" და 3:2 გაიმარჯვა. პოლონურ კლუბში ანგარიში ლადო დვალიშვილმა გახსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვიპროსის
თასის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში წარუმატებლად ითამაშეს ჩვენებურთა კლუბებმა. ლევან ხმალაძის "პაფოსი" გასვლაზე 0:4 დამარცხდა "ომონიასთან". ხმალაძემ სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისმა" კი ასევე სტუმრად ვერაფერი გააწყო აეკ-თან - 0:3. მაისურაძე მინდორზე 71-ე წუთზე შევიდა.

* * *
პორტუგალიის თასის 1/2-ფინალში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" შინ 0:3 დამარცხდა "პორტუსთან". ჩვენებური შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება იყოს იმის საშუალება რომ ნაკრების ფეხბურთელების თამაშები ქართულად გვაყურებინა პირდაპირ ეთერში.
kaxa
14:46 04-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული