ლეგიონი გუშინ: ლევან ყენიამ პოლონურ "ლეხს" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრაღის "სლავიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩეხური კლუბი პოლონურ "ლეხს" დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.

პრაღელთა ქართველი ლეგიონერი ლევან ყენია მინდორზე 66-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 2:1 იყო. ოთხ წუთში მის მიერ შესრულებული პენალტი პოლონელთა მეკარემ მოიგერია, თუმცა ლევანმა დამატებაზე ივარგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

* * *
სამარის "კრილია სოვეტოვმა" საკონტროლო შეხვედრაში 2:1 მოუგო ნორვეგიულ "მიოლდეს". ვოლგისპირელთა ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ პირველი ტაიმი ითამაშა და კარი "მშრალად" შეინახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
უბადლოდ შეასრულა 11 მეტრიანი:)))))))))))))
fire
13:13 02-02-2016
0
ისე ჯანზე კი ჩანდა, ყოველთვის სუსტი იყო
nodarichi123
14:29 02-02-2016
0

სიახლეები პოპულარული