გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი არაბიძემ, რომელიც დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდთან ერთად აშშ-ში შეკრებაზე იმყოფება, 26 იანვარს გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ადგილობრივ "ბოკა-რატონთან" დუბლი გაიფორმა. უკრაინულმა გუნდმა ანგარიშით 5:1 გაიმარჯვა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, პირველი გოლი 64-ე წუთზე, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ანგარიშში დონეცკელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა - 3:1. გიორგიმ დუბლი მატჩის ბოლო წუთზე შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "შახტარის" თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ ამ თამაშში მეტწილად ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

უკრაინული გუნდი აშშ-ში შეკრებაზე მომდევნო სპარინგ-შეხვედრას
თბილისის დროით 27 იანვარს, ამერიკულ "ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსთან" გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული