ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რას იტყვიან არნემში? გიორგი ხარაიშვილის "ვიტესში" ტრანსფერი ძალიან რეალურია

AutoSharing Option
19 წლის გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი არნემის "ვიტესში" ძალიან რეალურია.

არის შანსი, რომ უახლოეს დღეებში "საბურთალოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი არნემულ კლუბში გადავიდეს, სადაც გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს შეუამხანაგდება.

"ხარაიშვილის თაობაზე ვესაუბრე "საბურთალოს" ხელმძღვანელობას. მათ გამაცნეს თავიანთი პირობები, რომელიც "ვიტესს" გადავუგზავნე.

წესით, უახლოეს ორ დღეში უნდა იყოს პასუხი", - გვითხრა გუშინ "ვიტესის" წარმომადგენელმა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოგა გახოკიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ