[ექსკლუზივი] "ცხინვალმა" ნიკა კაჭარავა "როსტოვში" უფასოდ გაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "როსტოვთან" გააფორმა და უკვე დებიუტიც ჰქონდა ტესტ-მატჩში. კაჭარავა, რომელსაც 22 წელი ახლახან შეუსრულდა, ბოლოს "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც 15 მატჩში გატანილი 13 გოლით უმაღლესი ლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა კლუბმა ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ "ცხინვალს" 300 000 ლარი გადაუხადა.

ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია ნიკას მამასთან, ს.კ "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან გადავამოწმეთ.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოში არ აღმოჩნდა გუნდი, რომელშიც ნიკას თამაშის შესაძლებლობა ექნებოდა. არ ვგულისხმობ "ცხინვალს"... აქ მან უხელფასოდ ითამაშა 6 თვე, მერე კი ხელფასიც ჰქონდა და გუნდმაც წარმატებას მიაღწია...

რაც შეეხება "როსტოვში" მისი ტრანსფერის ფასს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია "ტრანსფერმარკტის" მონაცემებს ეყრდნობოდა. "როსტოვი" ფულს თუ გადაიხდიდა, ყველაზე მეტად ეს ჩვენ გაგვიხარდებოდა, მაგრამ... ნიკა რუსულ კლუბში უფასოდ წავიდა.

ძნელია, საქართველოს ჩემპიონატში რეალურად 300 000-იან ტრანსფერზე ვინმემ რეალურად იმსჯელოს.

მინდოდა, "რუბინიდან" დაბრუნებული ნიკა ისეთ გუნდში წასულიყო, სადაც თამაშის საშუალება ექნებოდა. საქართველოში წელიწად-ნახევარი ითამაშა  და უკვე დრო იყო მისი აქედან წასვლის. მართალია, მას "ცხინვალთან" კონტრაქტი კიდევ 6 თვით აკავშირებდა, მაგრამ "ცხინვალმა" ხელი აღარ შეუშალა.

"როსტოვის" მწვრთნელი "რუბინის" ყოფილი მწვრთნელია. ის ნიკას ჯერ კიდევ მანდ ათამაშებდა, ყველა შეკრებაზე თავისი ხარჯებით მიჰყავდა და ახლაც სწორედ მან ისურვა მისი წაყვანა", - გვითხრა კახა კაჭარავამ.
საქართველოდან ფეხბურთელა ამ ეტაპზე არავინ იყიდის, ამიტომ ხელი არ უნდა შეუშალოთ.თუ გაყიდვა გინდათ Mაშინ მიეცი 5000ევროზე მეტი ხელფასი და კონტრაქტის თითო წელზე 20000ევრო პადიომნი, მოგებაზე პრემია,გოლზე პრემია დააზღვიეთ Fეხბურთელები და მათი ოჯახის წევრები. როცა კლუბები წყვეტენ კონტრაქტს მაშინ რატომ არ იღებთ ხმას7
jorji
10:32 24-01-2016
0
მაყუთი მოტეხეს ხალხოოო. რუსებისთვის 300000 ლარი ჯიბის ხურდაა ანუ არ დაეზარებოდათ გადახდა როდესაც გადაწყვიტეს რომ აეყვანათ ფეხბურთელი მაგრამ ვიგაცებმა გადაწყვიტეს რომ საკუთარი ჯიბისკენ მიემართათ ეს ფული და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვეს კაჭარავა ხოდა ის ფულიც გაინაწილესს .
j......
22:52 23-01-2016
0
ესე ვერ განვითარდებით
zaza
22:13 23-01-2016
0
ეგ არის სახემწიფო გუნდი. ის რაც გუნდს უნდა აეღო და ესარგებლა ისარგებლა მხოლოდ ფეხბურთელმა. იმ გასაყიდ ფასს ან ხელფასზე დაუმატებენ ან თავიდანვე მისცემდნენ. პადიომს რო ეძახიან. უაზროდ ფინანსდება და წყალში იყრება სახემლწიფოს ფული
goreli
21:43 23-01-2016
0
ამ გზით ვერასოდეს წავალთ წინ, ფეხბურთელი რომელიც ნაკრების მომავლად წარმომიდგენია მიდის კლუბიდან უფასოთ. ან კიდე რატომ არ ქონდა ხელფასი? როგორც ვიცი სხვა ფეხბურთელები იღებდნენ და ეს რატომ არ იღებდა? ცხინვალს არაფერს ვერჩი, პირიქით იმ გამონაკლის ქართულ კლუბთაგანია საკუთარი ხელწერა ქონდა, რისთვისაც მადლობელი ვარ მწვრთნელი კაჭარავას, მაგრამ კლუბი ტომელიც ამდენი წლის მანძილზე ერთი სატრანსფერო თანხას ვერ აიღებს, ის ფეხბურთში პროდუქტიული არაა. ლოკომოტივი, საბურთალო, ვიტ ჯორჯია და კიდე რამოდენიმე თუ ახერხებდა ამას?? ერთი სიტყვით სახელმწიფო კლუბების მენეჯმენტი ყველგან შესაცვლელია...
გიორგი
19:25 23-01-2016
0
ებიჭო 300 000 თუარა ყველაზე მინიმალური მაინც აგეღოთ მემგონი მინიმალურზე მაინც დათანხმდებოდა როსტოვი
_svani_
19:25 23-01-2016
0
სიახლეები პოპულარული