ლეგიონი: თურქეთის სუპერლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ სუპერლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა.

"ესქიშეჰირსფორის" ახალწვეულმა თურქული ფეხბურთის გრანდ "ფენერბაჰჩესთან" წაგებულ (0:3) მატჩში 17 წუთი ითამაშა. ის მინდორზე 73-ე წუთზე შევიდა. იმ დროისთვის "ფენერი" 1:0-ს იგებდა. აღსანიშნავია, რომ "ესქიშეჰირი" 64-ე წუთიდან კაცნაკლული იყო.

”ექსიშეჰირსფორის” მდგომარეობა მძიმეა - გუნდი 10 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 ადგილზეა.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში დაზავდნენ (2:2) "პაფოსი" და "ნეა სალამისი". 90 წუთი ითამაშა "პაფოსის" საყრდენმა ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ.

* * *
ლატვიის ჩემპიონატში თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" შინ
2:0 მოუგო "სპარტაკსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც თვითონ თქვა აქ სათამაშო პრაქტიკისთვის გადმოვიდა, თორნიკე კარგი ფეხბურთელია იმედია მოვა გონს
dato
17:05 19-01-2016
0
ბოლო ლურსმნის ჩამჭედებელი ჭირდებოდათ ამ უბედურებს?! პენსინერი ვანპერსი და ნანი რომ მოგიგებს უნდა ითამაშო სამოყვარულო ფეხბურთი ბიძია
Vova
16:15 19-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული