ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორში" წარადგინეს [PHOTO]

AutoSharing Option
12 იანვარს თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად გადავიდა ბელგიური "გენკიდან" სეზონის ბოლომდე იჯარით თურქულ "ესქიშეჰირსფორში". სეზონის ბოლოს თურქულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

11 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და მეორე დღეს იგი უკვე "ესქიშეჰირის" ფეხბურთელის რანგში წარადგინეს.

"ესქიშეჰირი" მიესალმება თორნიკე ოქრიაშვილს და მას წარმატებულ სეზონს უსურვებს ჩვენი კლუბის მაისურით", - წერს თურქული კლუბის ოფიციალური საიტი.

"ექსქიშეჰირი" 10 ქულით თურქულ სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და დარჩენისთვის იბრძვის, თურქეთში ბოლო სამი გუნდი ვარდება, ასე რომ, "ესქიშეჰირს" გადარჩენის ზონამდე 4 ქულა
აშორებს.

თორნიკეს ახალ გუნდს თურქეთის სუპერლიგაში მომავალი მატჩი 18 იანვარს, "ფენერბაჰჩესთან" შინ უწევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge