გიორგი პაპუნაშვილი: მატჩის მერე "ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმაც შემაქო

AutoSharing Option
20 წლის გიორგი პაპუნაშვილმა გუშინ, 7 იანვარს, პირველად ითამაშა ბრემენის "ვერდერის" ძირითად გუნდში.
ბრემენულ გუნდში დებიუტთან დაკავშირებით ქართველმა შემტევმა Sportall.ge-სთან ისაუბრა.

"დებიუტით და ზოგადად, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინე და მატჩის მერე ეს ყველამ აღნიშნა, მათ შორის, მთავარმა მწვრთნელმაც.

ერთი შეხვედრით არაფერი წყდება, ამიტომ უნდა გავაგრძელო პროგრესი და შემდეგ თამაშებშიც კარგად უნდა ვითამაშო. ეს შეკრება ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის ძალიან კარგი იქნება", - გვითხრა პაპუნაშვილმა.

ბრემენელებმა თურქეთის პირველი ლიგის
ბინადარ "ადანა დემირსფორს" 7:0 მოუგეს. პაპუნაშვილი მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში. მან "ვერდერის" კაპიტანი კლემენს ფრიტცი შეცვალა და მეშვიდე გოლის კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნახეთ ადამიანს ეტყობა როგორ წყურია თამაში და როგორ უხარია ანანიძესავით ჭანტურიასავით ოქრიაშვილივით და კიდე სხვა ბევრივით უკვე 19 წლისები ვარსკვლავებათ რო შევრაცხეთ და თავში აუვარდათ და იმიტომაც გდიან ეხა სკამებზე და ხეხავენ დამპალი გუნდების ზამენებს ეგრე არ მოგივიდეს გიუშ შენ იცი და გაითვალისწინე მწვრთნელის და ფულს არ დახამდე აბა შენ იცი არ აგივარდეს თავში გთხოოვ
etyoba ro pexburti uyvars
17:05 08-01-2016
0
გიორგი გილოცავ შობას და წარმატებულ დებიუტს ბუნდესლიგის გუნდის ძირითადში.
აწი შენზეა ყველაფერი როგორ გააგრძელებ. გისურვებ დიდი წარმატებებს.
gizog
15:47 08-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული