რუსული მედია: "როსტოვმა" ნიკა კაჭარავაში 300 ათას ევრომდე გადაიხადა

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა კარიერას "როსტოვში" გააგრძელებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერი რუსულ კლუბში transfermarkt.de-ზე დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავა აქამდე "ცხინვალში" თამაშობდა და პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 15 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

"ლელოსთან" ინტერვიუში 21 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. საბოლოოდ არჩევანი კაჭარავამ რუსულ კლუბზე გააკეთა.

რუსული მედიის ინფორმაციით, როსტოველებს ქართველი ფორვარდის ტრანსფერი 300 ათას ევრომდე დაუჯდათ.

კაჭარავა რუსეთში ადრეც თამაშობდა. ის ყაზანის "რუბინში" კურბან ბერდიევის ხელმძღვანელობის დროს გამოდიოდა, თუმცა ძირითადში ადგილის
დამკვიდრება ვერ შეძლო და მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც ვიცი, ძალიან შრომისმოყვარეა. ასეთები უფრო აღწევენ წარმატებას.
sandro
11:49 07-01-2016
1
უნდა იბრძოლოს და ძირითადში მოხვდეს.ამის უნარი მას გააჩნია.
bebeto
22:39 06-01-2016
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული