ნიკა კაჭარავა: არის კონკრეტული ინტერესი "როსტოვისგან"...

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, სრულიად რეალურია 20 წლის ფორვარდის, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ (13 გოლი) ნიკა კაჭარავას ტრანსფერი რუსული პრემიერლიგის ბინადარ "როსტოვში".

ცხადია, "ცხინვალს" ძალიან გაუჭირდება ბომბარდირის გარეშე.

"როსტოვს" ცნობილი სპეციალისტი ყურბან ბერდიევი წვრთნის, ვინც კაჭარავას ტალანტის დიდი დამფასებელია. 2013/14 წლების სეზონში კაჭარავა სწორედ ბერდიევის ხელმძღვანელობით თამაშობდა ყაზანის "რუბინის" დუბლშემადგენლობაში, სადაც სისტემატურად ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი...

გუშინ "ლელო" კაჭარავას შეეხმიანა:

"არის კონკრეტული ინტერესი "როსტოვისგან". სიმართლე გითხრათ, მეც გული უფრო იქითკენ მიმიწევს, ამ გუნდის მწვრთნელი ხომ ჩემთვის კარგად ნაცნობი ყურბან ბერდიევია...

და
მაინც, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი 100 პროცენტითაა გადაწყვეტილი. არის სხვა გუნდების ვარიანტებიც.

ახლახან გამოჩნდა საინტერესო წინადადება დანიიდან, თუმცა ბერდიევის ფაქტორის გამო მაინც "როსტოვში" მირჩევნია წასვლა", - გვითხრა კაჭარავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვფიქრობ თბილისში უხარისხო მოედნებზე ბურთის გორაობას როსტოვი ნამდვილად აჯობებს,ყურბანაც კარგი პიროვნებაა,თუ იწვევს უნდა წავიდეს და იოცნებოს უფრო უკეტესზეც!
კარგი ახალგაზრდაა ვუსურვებ გამართლებას!
Vova
16:03 05-01-2016
0
რატო მორჩა?.. საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის პრემიერლიგაში მიდის, სად უფრო დიდია ზრდის პერსპექტივა? რამდენი წელი უნდა ეთამაშა აქ?..
irakli Apkhaidze
14:29 05-01-2016
0

სიახლეები პოპულარული