ექსკლუზივი: საბა კვირკველიას დორტმუნდის "ბორუსია", "ნაპოლი" და "სევილია" იწვევენ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ გაზეთ "ლელოსთან" ვრცელ ინტერვიუში ის ევროპული გუნდები დაასახელა, რომლებიც მისი გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

23 წლის ფეხბურთელის თქმით, მიწვევა დორტმუნდის "ბორუსიადან", იტალიური "ნაპოლიდან" და ესპანური "სევილიადან" აქვს.

"არის სამი-ოთხი კლუბის ინტერესი. იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის გუნდებია. ყველამ იცის, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ინგლისში სათამაშოდ წასვლა ჭირს. არადა, იქიდანაც იყო ორი ვარიანტი...

არის ძალიან საინტერესო ვარიანტები ამბიციური კლუბებისგან. თუ "რუბინიდან" წავალ, წავალ ისეთი გაქანებისა და ამბიციის გუნდში, რომლის მიზანიც იქნება ტოპ-ჩემპიონატის ხუთეულში მოხვედრა. ვგულისხმობ
ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და ინგლისის პირველობებს.

არავითარ შემთხვევაში არ გადავალ ისეთ გუნდში, რომელსაც მიზნად მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ექნება. ამაში დარწმუნებული ვარ.

"დორტმუნდი", "ნაპოლი", "სევილია"... მაგრამ მე დღეს "რუბინის" ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებ" - აცხადებს ინტერვიუში საბა.

ამჟამად ყაზანის "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ნეტა ნაპოლიში წავიდოდეს რა კარგი იქნება იტალიაშია დაცვა მაინც სულ სხვაა
irakli arqania
07:27 31-12-2015
0
სევილია ყველაზე სტაბილური გუნდია ამ სამიდან ჩემი აზრით
Fani
17:29 30-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული