ლეგიონი გუშინ: გიორგი მაკარიძემ "მშრალი" სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
გუშინ, 9 დეკემბერს, პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ორივე "ქართულმა" გუნდმა ითამაშა.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" საგარეო შეხვედრა ფრედ დაასრულა "აკადემიკასთან" - 1:1. თავად ჩვენებურმა კი 90 წუთი ითამაშა.

გიორგი მაკარიძის "ფეირენშე", რომელიც ელიტაში აღზევების რეალური კანდიდატია, გასვლაზე მოულოდნელად დამარცხდა (2:3) აუტსაიდერ "ოლივეირენშესთან". ქართველმა გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა და სამწუხაროდ, ხანგრძლივი "მშრალი" სერია შეწყვიტა.

20 ტურის შემდეგ "ფეირენშეს" 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. 28 ქულა აქვს "ჟილ ვისენტეს", რომელიც მე-10 პოზიციაზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული