ლეგიონი: ცხადაძის, გრიგალაშვილისა და შეყილაძის გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რემსი" შინ "აიაჩოს" დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 1:2. ერთ თვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი დაუბრუნდა, რომელმაც შეხვედრა თავიდან ბოლომდე შეუცვლელად ჩაატარა.

კვიპროსი. I დივიზიონი. თავი ელგუჯა გრიგალაშვილმა გამოიჩინა, რომლის "პაფოსი" სტუმრად "აია ნაპას" ხვდებოდა. გრიგალაშვილმა შეხვედრის 74-ე წუთზე გაიტანა, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:1. ქართველი ფეხბურთელი 82-ე წუთზე შეცვალეს. "პაფოსის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამშეს ასევე ლევან ხმალაძემ, გია გრიგალავამ და ნიკოლოზ გელაშვილმა.

გიორგი აბურჯანიას და
ირაკლი მაისურაძის
"ანორთოსისი" შინ ლარნაკას "აეკს" დაუზავდა 1:1. აბურჯანია 84-ე წუთზე შეცვალეს. მაისურაძეს სათადარიგო იყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალბანეთი. სუპერ ლიგა. თავი ბაჩანა ცხადაძემაც გამოიჩინა. ცხადაძის "ფლამურტარი" "ტეუტას" სტუმრობდა და 3:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მე-19 წუთზე ანგარიში 1-1 გახადა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანია. II ბუნდელისგა. საინტერესო შეხვედრა ჩატარდა მეორე ბუნდესლიგაში, სადაც გიორგი ჭანტურიას და ლაშა დვალის "დუისბურგი" ლუკა ჰუფნაგელის "ფრაიბურგს" მასპინძლობდა.
შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1. "დუისბურგის" შემადგენლობაში 90 წუთი სკამზე გაატარა გიორგი ჭანტურიამ, ლაშა დვალი კი განაცხადს მიღმა დარჩა. რაც შეეხება ლუკა ჰუფნაგელს, ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა, როცა "ფრაიბურგი" აგებდა.

გერმანია. III ბუნდელსლიგა. შეუცვლელად ითამაშა გიორგი პაპუნაშვილმა, რომლის "ვერდერიც" "ფორტუნასთან" დამარცხდა - 2:1. გიორგიმ 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

უკრაინა. პრემიერლიგა. ჯაბა ლიპარტიას "ზორია" "მეტალურგს" დაუპირისპირდა და 4:1 სძლია. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებისას შეცვალეს.

ბუბა დაუშვილის ლვოვის "კარპატი" შინ ხარკოვის "მეტალისტს" დაუპირისპირდა. შევხედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. დაუშვილმა სრულად ითამაშა.

იტალია. ლეგა პრო. B ჯგუფი. ირაკლი შეყილაძის "ტუტოჩუოიომ" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "სავონა." 23 წლის შეყილაძემ 23-ე წუთზე გახსნა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

თურქეთის ჩემპიონატი. შოთა არველაძის "ტრაბზონსფორი" სტუმრად "ბასასეჰირთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე სტუმრათა მხრიდან ოსკარ კარდოზომ პენალტი ვერ გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული