ზაურ სვანაძე: ჩემი ზოგიერთი ფეხბურთელი ასეთ მოედანზე პირველად თამაშობდა

AutoSharing Option
ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ინტერი" "ბილბაოს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

აზერბაიჯანულ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ნიკა კვეკვესკირმა, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ.


აი, რა თქვა თამაშის შემდეგ "ინტერის" თავკაცმა ზაურ სვანაძემ.

"ატლეტიკმა" დამსახურებულად მოიგო. ჩვენ ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ მეტოქე ძლიერი იყო.

ზოგიერთი ჩემი ფეხბურთელი ასეთ სტადიონზე პირველად თამაშობდა. მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს.

ძალიან ძნელი იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლა, საპასუხო თამაშში კარგად და ღირსეულად უნდა ვითამაშოთ.

საპასუხო მატჩი სულ სხვა პირობებში იქნება, ჩვენი
მოედანი ხელოვნურია, ხოლო ტემპერატურა 40 გრადუსი იქნებოდა.

ხუთი მცველით იმიტომ ვითამაშე, რომ ნულოვანი ფრის იმედი მქონდა. მეტოქეს ფლანგის ფეხბურთელები ძლიერები ჰყავს, ისინი კარგად ეხმარებოდნენ ფორვარდებს", - განაცხადა სვანაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული