ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი ევროპა ლიგაზე: კვირკველიას გამარჯვება, შოთას პირველი მარცხი

AutoSharing Option
30 ივლისს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გუნდები მონაწილეობდნენ.

საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა "რუბინის" შემადგენლობაში, "შტურმთან" მოგებულ საგარეო შეხვედრაში. ყაზანელებმა 3:2 იმარჯვეს.

0:0 დასრულდა დანიური "ბრონდბიუსა" და კვიპროსული "ომონიას" მატჩი. ამ უკანასკნელის რიგებში თავიდან ბოლომდე ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა უჩა ლობჟანიძემ.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ტრაბზონსფორმა" გასვლაზე მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო მაკედონიურ "რაბოტნიჩკისთან". ეს იყო შოთას პირველი მარცხი თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ზაურ სვანაძის თავკაცობით, ბაქოს "ინტერმა" სტუმრად 0:2 წააგო პრიმერადივიზიონურ "ბილბაოსთან".
"ქართული" გუნდის შემადგენლობაში სრულად ითამაშეს ნიკა კვეკვესკირმა, ლაშა კასრაძემ და ზურაბ ხიზანიშვილმა, მეკარე გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო. ამას გარდა, კვეკვესკირმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

"ზორიამ" სტუმრად აჯობა ბელგიურ "შარლერუას" - 2:0. უკრაინული გუნდის ქართველი შემტევი ჯაბა ლიპარტია სათადარიგო იყო.

ჰოლანდიურმა "ვიტესმა" მარცხით დაასრულა ინგლისური ვოიაჟი - 0:3 "საუთჰემპტონთან". არნემელთა შორის სრულად ითამაშა გურამ კაშიამ, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ