თემურ ქეცბაიამ და გიორგი ნემსაძემ "დანდის" შემადგენლობაში ითამაშეს

AutoSharing Option
26 მაისს ლონდონის "სელჰერსტ პარკზე" "კრისტალ პალასსა" და "დანდის" შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ინგლისურმა გუნდმა 4:3 მოიგო.

ეს შეხვედრა "დანდისა" და "კრისტალ პალასის" მეკარის, ხულიან სპერონის გაცილების მატჩი იყო. "დანდის" შემადგენლობაში მონაწილეობა თემურ ქეცბაიამ და გიორგი ნემსაძემ მიიღეს.

ნემსაძე 75-ე წუთზე შევიდა ბლექის ნაცვლად, ხოლო ქეცბაია მოედანზე 53-ე წუთზე კარეიროს ნაცვლად გამოჩნდა.

"დანდის" შემადგენლობაში ითამაშა ჩარლი ადამმა, ხოლო "კრისტალ პალასში" ბოლო წუთებში მოედანზე გუნდის თავკაცი ალან პარდიუ გამოჩნდა. შეხვედრას 11 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

თამაშის შემდეგ eveningtelegraph.co.uk-მა ამ გაცილების
ჰაილაითები გიორგი ნემსაძის "ფეისბუქის" გვერდიდან გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია და ნემსაძე ადრე "დანდიში" ასპარეზობდნენ. ამ შეხვედრაზე ზურაბ ხიზანიშვილიც მიიწვიეს, მაგრამ მან საქართველოს თასის ფინალის გამო წასვლა ვერ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული